მარტი 4, 2015

იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციას მართავენ

იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სოციალური სამართალიანობის დაცვის” წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაკეთებული არც ერთი დაპირება არ შეასრულა. იპოთეკით დაზარალებულთა განცხადებით, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვენებს არ გაითვალისწინებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

იპოთეკური სესხებით დაზარალებულები მოგვიანებით ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც გეგმავენ.