ქალთა საერთაშორისო დღე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უხუცეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს მიულოცა.
შოთა მურღულია 107 წლის ლიდა ლომთაძეს და სოფიო ბანძელაძეს ოჯახში ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ასოციაცია ,,მოწყალების“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს. ქალაქის მერმა მათ საჩუქრებიც გადასცა. შშმ პირები აცოციაციაში, ქსოვენ, ქარგავენ და პერიოდულად გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. საქველმოქმედო აქციაში ჩართულობის მიზნით ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მათ საჩუქრად საქსოვი ძაფები გადასცა. ასოციაცია ,,მოწყალების“ შენობას პანდუსი გაუკეთდა, რომლის მოწყობა ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.
ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.