საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც შსს იუწყება, ამ პოსტს ზაალ ფუტკარაძე დაიჭერს, იმერეთის გარდა საკადრო ცვლილებები კიდევ სამ რეგიონში განხორციელდა. ახალი უფროსები ეყოლებათ აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მთავარ სამმართველოებს. “საპატრულო პოლციიის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იქნება ზაალ ფუტკარაძე. აჭარაში ამავე თანამდებობას დავით მამულაშვილი დაიკავებს. ცვლილებაა მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მთავარ სამმართველოებშიც, სადაც უფროსის პოსტს, შესაბამისად თემურ კუპატაძე და კახაბერ ბუხრაძე დაიკავებენ”, – აცხადებენ შსს-ში.
მარტი 10, 2015
საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს