მარტი 11, 2015

წყალტუბოში პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

წყალტუბოში პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციელის გარდაცვალების შესახებ ოფოციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მომხდარს პროკურატურა იძიებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელის მამა საავადმყოფოშია მოთავსებული, რომლის მკურნალობის თანხის გადახდაც ოჯახს არ შეუძლია.
სავარაუდოდ, 28 წლის პოლიციელის თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახდა.