ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს გუშინ, გვიან ღამით თვალი ამოთხარეს. ფიზიკური დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განვიმარტეს, დანაშაულში ბრალდებული პირის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. ” შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, მოხდა. დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს 19/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკველობის მცდელობას გულისხმობს”,- გაუცხადეს “ნიუპრესს” სამინისტოს პრესსამსახურში. მათივე ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მარტი 12, 2015
ხონში პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოთხარეს