მარტი 13, 2015

პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ რვადღიანი შიმშილობა შეწყვიტა

გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაის #2 დაწესებულების პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ, შიმშილობის პარალელურად მაგიდაზე ხელები მიიჭედა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არ ადასტურებენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმარი შიმშილობდა, თუმცა მას მაგიდაზე ხელი არ მიუჭედებია. ,,5-დან 12 მარტამდე ის შიმშილობდა და ამასთან ერთად ხელში მავთული ჰქონდა გაყრილი. ამ დროისთვის აფრიდონიძეს შეწყვეტილი აქვს შიმშილობაც და ზემოთხსენებული მავთული გამოღებული აქვს ხელიდან”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, აფრიდონიძის მთავარი მოთხოვნა მისი საქმის გადახედვა და სამართლიანი განაჩენის გამოტანა იყო. მისი თქმით, ის სასჯელს სხვისი დანაშაულისთვის იხდის.