გივი ჭიჭინაძემ დღეს ახალი ვიცე გუბერნატორი წარუდგინა: “მას აქვს კარგი გამოცდილება, უამრავ სამსახურში არის ნამუშევარი, იყო პარტიის წარმომადგენელი იმერეთში, იცნობს ყველა რეგიონს და უამრავი პრობლემა ზეპირად იცის”,- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა. ახლადდანიშნულმა ვიცე გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძეს ნდობისთვის მადლობა გამოუცხადა. “ორჯერ მეტი ენერგიით შევუდგები საქმეს. ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი. მინდა ჩვენი ენერგია მოვახმარო რეგიონს”,- განაცხადა პაატა ნადირაძემ. მან კონკრეტულ გეგმებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. ნადირაძე აქამდე თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამახურში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. გივი ჭიჭინაძემ გაწული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ ვიცე-გუბერნატორს ალექსანდრე იოსებაშვილს, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუბერნატორად გივი ჭიჭინაძის დანიშვნისთანავე დაწერა.
მარტი 19, 2015
იმერეთს ახალი ვიცე-გუბერნატორი ჰყავს