კახეთში, სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა ცეცხსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით 28 წლის თანამშრომელი ქალი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა ქალს ცოლობა თხოვა, რაზეც უარი მიიღო. ორივე მათგანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურში მუშაობდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მარტი 20, 2015
ტრაგედია სოფელ ბოდბისხევში