“არ შელახო 82”-ის პრეზენტაცია დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა უფლებების ლიგამ წარადგინა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტის კედლების გაფრთხილება იყო. “წარვადგინეთ აქციის, “არ შელახო 82″-ის პრეზენტაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სტუდენტების ინტერესის საგანს წარმოადგენს. აქციის ძირითადი დატვირთვა იყო ის, რომ გაფრთხილებოდნენ და არ შეელახათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 82 წლის კედლები,”- აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ვიცე პრეზიდენტი ნიკა აბესაძე.
მარტი 26, 2015
“არ შელახო 82”-აქცია უნივერსიტეტში