აპრილი 3, 2015

დაზიანებული ჭები ორმილიონ ლარად რეაბილიტირებულ ქუჩაზე

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდა. თუმცარეაბილიტირებულ ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ, საკანალიზაციო ჭა ჩაინგრა. ერთ მონაკვეთზე კი ჭის თავი დაზიანდა.

1 200 მეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის შეცვა მაისის ბოლოს მოხდება.

აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგი პლიუსი“ 1 990 000 ლარად ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისის მერიის მთავარი პრიორიტებია.