აპრილი 3, 2015

ქუთაისის მერია საპრივატიზაციოდ 50 ობიექტს გამოიტანს

ქუთაისის მერია ამ ეტაპზე 50 ობიექტის პრივატიზებას გეგმავს. გასაყიდად გატანილი ობიექტების ნუსხის დასადგენად მერია რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნავს, ამ ობიექტების გასხვისებით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით რამდენიმე მილიონი ლარი შევა. მისივე განმარტებით, აუქციონი მომდევნო კვირიდან გამოცხადდება. რაც შეეხება პარკირებას, აუქციონი დღეს გამოცხადდა, რომლის ღირებულებას 660 000 ლარია. 274 ადგილი ერთ ლოტად გავიდა. შეგახსენებთ, რომ აუქციონი პირველ ჯერზე დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო ჩავარდა.