აპრილი 3, 2015

25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი თავის დაწვით იმუქრება

პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქე ირინა ჯიმშელეიშვილმა აქცია გამართა. როგორც ჯიმშელეიშვილის ნაამბობიდან ვგებულობთ, 15 წლის იყო, როდესაც 4 მამაკაცმა ტყეში გაიტაცა და გააუპატიურა, თუმცა დამნაშავე დღემდე არ დასჯილა.

,,25 წელია სამართალს ვეძებ, თუმცა უშედეგოდ, ყველას ვთხოვე დახმარება, მაგრამ დამნაშავე ამ დრომდე დაუსჯელია“,- განაცხადა ჯიმშელეიშვილმა.

სამარლის მაძიებელი ქალბატონი, გამოძიებას დამნაშავის დასაკავებლად 10 დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტის შენობის წინ თავის დაწვით იმუქრება.

აღნიშნული ინფორმაცია მედიაში საინფორმაციო სააგენტო ,,topnews” – ის მეშვეობით გავრცელდა.