აპრილი 6, 2015

გახდება თუ არა ქეცბაია საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი?

გახდება თუ არა ქეცბაია საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი? კვიპროსში გამოკითხვა ტარდება, რომელსაც გამოცემა shootandgoal.com ატარებს. გამოკითხვა 8 აპრილამდე გრძელდება. მასში მონაწილეობა ამ დრომდე 15 ათასმა ადამიანმა მიიღო.
პირველ ადგილზე 3,4 ათასი ხმით გერმანელი რაინერ რაუფმანია, რომელმაც -1997-2004 წლებში ამ კლუბში 250 გოლამდე გაიტანა. მეორე ადგილზეა თემურ ქეცბაია, მას 3,3 ათასი ხმა აქვს.
მე-13 ადგილზე 1,2 ათასი ხმით გიორგი ქინქლაძეა. ნომინაციაში სულ 52 ფეხბურთელია წარდგენილი.
მომზადებულია shootandgoal.com -ის მიხედვით.