აპრილი 8, 2015

საჩხერის პოლიციის უფროსმა პოლიციის შენობა დაცხრილა

საჩხერის პოლიციის უფროსმა პოლიციის შენობა დაცხრილა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა პოლიციის უფროსის ამგვარი ქმდების მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, ზეზვა კობახიძე არაფხიზელ მდგომარებაში იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნიუსპრესს” განუცხადეს, რომ ფაქტს გენერალური ინსპექცია ამოწმებს და ოფიციალურ კომენტარი ამის შემდეგ გაკეთდება. ჩვენი ჟურნალისტი საჩხერეში იმყოფება, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ვრცდელდება ინფორმაცია, რომ ზეზვა კობახიძე პარლამენტარი მანანა კობახიძის ნათესავია.