აპრილი 8, 2015

საფიჩხიაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

საფიჩხიაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს სააღდგომო ნობათი გადასცა და

დამდეგი დღესასწაული

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ მიულოცა.

საფიჩხიაზე სამამულო ომის მონაწილე სულ ორი ადამიანი ცხოვრობს, თამარ ჯალაღანია რომელიც 98 წლისაა და 90 წლის შოთა ერაძე.

“სამწუხაროდ, სამამულო ომის ვეტერანი ბევრი აღარ გვყავს საფიჩხიაზე. ამ მცირედი საჩუქრით მივულოცე მათ აღდგომა და გამოვხატე სითბო, თანადგომა და პატივისცემა. ისინი ჩვენ ყოველთვის გვახსოვს და ვაფასებთ”, -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

თამარ ჯალაღანია, რომელიც ომში 3 წელი იბრძოდა, მადლობას იხდის ყურადღებისთვის. “დიდი მადლობა დაფასებისთვის. ამ დრომდე, თუ მოვაღწევდი არ მეგონა, 3 წელზე მეტი ომში ვიბრძოდი. მე ვალი მოვიხადე ჩემი სამშობლოს და ოჯახის წინაშე. ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან”, -განაცხადა თამარ ჯალაღანიამ.