აპრილი 9, 2015

ქუთაისის მერია 250 „ფრანის“ შესაძენად ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია „ორმაისობის“ დღესასწაულისთვის 250 საჰაერო ქაღალდის მანათობელი ბურთის (ფრანი) შესაძენად 1000 ლარიან ტენდერს აცხადებს. ხელშეკრულების პირობებით „ფრანები“ უნდა იყოს კრისტალის, კვადრატის ან ცილინდრის ფორმის და უნდა იყოს ფითილით. ,,მიმწოდებელი” ვალდებულია გადასცეს ,,შემსყიდველს” უფლებრივად და ნივთობრივად ხარისხიანი საქონელი.