ქუთაისის მერია სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ტენდერს აცხადებს. სატენდერო წინადადების ღირებულება 20. 094 00 ლარია.
კომპიუტერების შეძენა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყობის განყოფილებისთვის ხდება.
მიმწოდებელი ვალდებულია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მიწოდება განახორციელოს საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 3კალენდარული დღის განმავლობაში, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდებულ კომპიუტერულ ტექნიკას უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი, რისი დამამტკიცებელი შესაბამისი ინგლისურენოვანი ან ქართულ ენაზე ოფიციალური ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დაერთოს ,,მიმწოდებლის“ სატენდერო წინადადებას.
შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ ახალი კომპიუტერების შეძენის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლიტიკოსთა ნაწილის და საზოგადეობის უკმაყოფილება გამოიწვია.