აპრილი 17, 2015

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანება 19.430.00 ლარის ჭურჭლის შეძენას გეგმავს

ააიპ ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ფილიალებისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სამზარეულოს ჭურჭლის შესყიდვას გეგმავს. ჭურჭლის შესაძენად გაერთიანებამ 19. 430.00 ლარიანი ტენდერი 16 აპრილს გამოაცხადა. ტენდერის ვადა 22 აპრილს იწურება.

მიმწოდებელი ვალდებულია 35 ბაღისთვის 6 დასახელების ჭურჭელი შეიძინოს. ამავდროულად უნდა უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქონლის მიწოდება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ასევე ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი. საჭირო ჭურჭლის საოდენობაა: პროდუქტის საჭრელი დაფა 70, დიდ ქვაბი 30, საშუალო ქვაბი 25, პატარა ქვაბი 254, დიდი კონტეინერი 70 და პატარა კონტეინერი 35.