ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო კრივის მეხუთე საერთაშორისო ტურნირმა. იგი ევროპისა და მსოფლიო ჩემპინის აკაკი კაკაურიძის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ღებულობენ. ტურნირი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მომდევნო შეხვედრები 19 და 20 აპრილს გაიმართება.
აპრილი 18, 2015
კრივში მეხუთე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო