ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა ქუთაისის მერიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება განიხილეს.
„ დღეს ქუთაისის თვითმმართველობაში იმ ადამიანებს შევხდვით, რომელთაც მოქალაქეებთან უშუალო შეხება აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მთავარია საზოგადოების ინფორმირება,“-აცხადებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე.
ქუთაისის ვიცე-მერის, კონსტატინე ქავთარაძის თქმით, მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და ევროინტეგრაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე შეთანხმდნენ.