აპრილი 23, 2015

23 აპრილს, ღამით “მაგთი” და “ჯეოსელი” შეფერხებით იმუშავებენ

23 აპრილს, ღამის საათებში (01:00-06:00), მაგთიკომის და ჯეოსელის ქსელებში შეფერხებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ ორივე კომპანია იდენტურ განცხადებებს Facebook–ის საშუალებით ავრცელებს. “გაცნობებთ, რომ 23 აპრილს, ღამის საათებში (01:00-06:00), მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები მაგთიკომის და ჯეოსელის ქსელებში. შესაძლო შეფერხებები განპირობებულია კომპანიათა მიერ განსახორციელებელი გეგმიური სიხშირეების ოპტიმიზაციის სამუშაოებით,”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. წყარო:netgazeti.ge