აპრილი 25, 2015

“წყალტუბომ” „სეუ-ჰიუნდაი” დაამარცხა

საკალათბურთო კლუბმა “წყალტუბომ” „სეუ-ჰიუნდაი” დაამარცხა. ამ შეხვედრით „ა“ ლიგის მე-6 ტური წყალტუბოში დასრულდა. კლუბმა მეტოქე 24 ქულის სხვაობით, 96:72 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ “წყალტუბოელი” კალათბურთელები დასახელდნენ.

გიორგი კუჭავამ კლუბს 27 ქულა მოუტანა, აქედან 6 მოხსნა და 6 პასი. უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ალფიოროვმა შედეგიან გადაცემებში „ა“ ლიგის რეკორდი დაამყარა. 16 ქულა 16 პასი.

ალექსანდრ რიხლიუკის პირად ანგარიშზე 21 ქულაა, აქედან 9 მოხსნა და 5 პასი.

„ა“ ლიგის მე-7 ტურის მატჩები 2 მაისს გაიმართება.