აპრილი 27, 2015

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მეჯად გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, მერკვილაძის ქუჩაზე დააკავეს. ჩხრეკისას 25,74 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.