ელგუჯა ხორკიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც მთავრობა დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით კი 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მთავრობის დამტკიცება უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა. მანამდე პოსტები თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა დატოვეს.
აპრილი 28, 2015
რა შემთხვევაში გახდება ახალი მთავრობის დამტკიცება საჭირო?