ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.29-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ.
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.34 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, “საქართველოს ბანკის” ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.342 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.282 ლარად.