ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ტენდერი ცხადდება. მერია აღნიშნული სამუშაოებისთვის 340. 060 ლარის დახარჯვას აპირებს. წინადადებების მიღება 6 მაისს სრულდება. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ხელშეკრულებიდან საგარანტო ვადა ორი წელია, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.