საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტმა “ცოცხალი წიგნები ღია სკვერებში” შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის შემდეგ იმერეთში გადმოინაცვლა. 2015 წლის 7 მაისს, 17 საათზე პირველი საჯარო სკოლის დიდ დარბაზში მკითხველებს მწერლები – გიორგი არაბული, შორენა ლებანიძე, შალვა ბაკურაძე, ცირა ყურაშვილი, გიორგი კაკაბაძე, მარიამ წიკლაური და პროექტის ავტორი ქეთი დუმბაძე შეხვდებიან.
დასწრება თავისუფალია.