„გადადგეს უნიათო მთავრობა“, ” ძირს ბიძინა ივანიშვილი”, “წადით, გაუმარჯოს მიშას”, ამ ლოზუნგების ფონზე საქართველის პარლამენტის წინ მოქალაქეებმა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლებამ ვერ გაამართლა და დროა, რომ გადადგეს. “პენსია 10 ლარით გაზარდეს, რას მიშველის 10 ლარი დღეს, როდესაც ეკონომიკა სრულიად განადგურებულია? წავიდნენ, ამოგვივიდა ყელში ექსპერიმენტები და ცდები ხალხზე”, -განაცხადა აქციის მონაწილემ გულნაზ გოგოლაძემ.
მაისი 8, 2015
პარლამენტის წინ “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს