NDI საზოგადოებრივი კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, იცით, თუ არა ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში, მოქალაქეთა 58-მა პროცენტმა პასუხი ვერ გასცა და აღნიშნა, რომ მან არ იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა.
გამოკითხულთა 34-მა პროცენტმა ზუსტად იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. 7 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 1-მა პროცენტმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.