ქალაქ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე 300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა. ფართი ორ ნაწილად სხვისდება. 270 კვადრატული მეტრი მაგიდის ჩოგბურთისათვის გაიცემა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარაში 4 ერთეული ჩოგბურთის მაგიდა შედის. 30 კვ. მეტრზე კი საბავშვო, გადასატანი ატრაქციონი უნდა მოეწყოს. აუქციონის საწყისი ღირებულება 90-90 ლარია. ამავდროულად, მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები.
მაისი 13, 2015
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის 300კვ. მეტრი იჯარით გაიცემა