საქართველოს მასშტაბით 15 მაისის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა, საშუალოდ, დღისით +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა საშუალოდ +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს. მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ხვალ დღისით +17, ღამე +13 გრადუსი იქნება. 14 და 15 მაისს დღისით ტემპერატურა +20 გრადუსი, ღამე +10, +13 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 19 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება.
მაისი 12, 2015
საქართველოში 16 მაისიდან გამოიდარებს