სურსათის ეროვნული სააგენტომ მობილურ ლაბორატორია წარმოადგინა. მათ ის ტექნიკა წარმოადგინეს, რომელსაც სხვადასხვა ობიექტებზე ინსპექტირებისას იყენებენ. “ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს ქეისი. წარმოდგენილია თერმომეტრი, რომელიც ტემპერატურას ზომავს სიღრმეში, იწერს და აფიქსირებს ტემპერატურას სხვადასხვა დროს. გვაქვს ასევე მჟავიანობის შემამოწმებელი ხელსაწყო, რომელიც მჟავიანობას სხვადასხვა პროდუქციის შემადგენლობაში ამოწმებს”, – განაცხადა სეს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა ბესიკ გორდეზიანმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი ბროშურებიც წარმოადგინეს.
მაისი 12, 2015
ქუთაისში მობილური ლაბორატორია წარადგინეს