მაისი 13, 2015

ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა პარლამენტთან

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს სს კოდექსის 260 მუხლი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციას ითხოვენ. არასამათავრობო ორგანიზაციის „ნარკოტიკების მომხმარებლთა საქართველოს ქსელი“ წარმომადგენელთა განცხადებით, კანონის მიხედვით, ნარკომოხმარება 6 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

,,ეს არის ფასადური ცვლილებები, რაც ახალ ხელისუფლებას ამ კანონში შეაქვს. მოგვაქციონ ყურადღება, თორემ „ნაციონალების“ ბედს გაიზიარებენ. ეს ცვლილება არ ითვალისწინებს პრობლემის მოგვარებას. ძალაში რჩება დასჯაზე და დევნაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა. არ იცვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებაზე,“-აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით სინაურიძე.