ნიკეას ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა ი 400 ათასი ლარით გაიზარდა. “ნიკეას ქუჩასთან დაკავშირებით დიდი პროექტი იწყება. გრანტი გაიზარდა 400 ათასი ლარით. საკმაოდ კარგი პროექტია, რომელიც ქალაქს ნამდვილად გამოადგება”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელმა.
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის აქამდე 7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილებოდა.