საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გია თევდორაძე ქვეყნის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. თევდორაძე მიმართვას facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს: “ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო! ხომ არ აჯობებდა, რომ ჩამოქცევის წინაშე მდგომი ეკონომიკისთვის, გაუარესებული კრიმინოგენური სიტუაციისთვის, საგარეო საფრთხეებისთვის, ბოლოსდაბოლოს დოლარის კურსისთვის ან ციტრუსისთვის მაინც მიგეხედათ?!
თორემ ვეღარ გავარკვიეთ, ქვეყნის მთავარი კინომექანიკოსი ხართ, თუ პრემიერმინისტრი…..” აცხადებს გია თევდორაძე.
January 30, 2014
გია თევდორაძე ღარიბაშვილს – ქვეყნის მთავარი კინომექანიკოსი ხართ, თუ პრემიერმინისტრი