განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება უფასო ფაკულტეტბზე ადგილების რაოდენობისა და დაფინანსების წესის შესახებ. ბრძანების მიხედვით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს 11 მიმართულების 21 სპეციალობას. მათი ჩამონათვალი ასეთია:
ბრძანებაში ასევე მოცემულია უფასო მიმართულებებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2015-16 სასწავლო წელს უფასო მიმართულებებზე ადგილების საერთო რაოდენობა 1225-ს შესადგენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს უფასო მიმართულებებზე ჯამში – 1900 სტუდენტს მიიღებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 970, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 310, სოხუმის სახელმწოფო უნივერსიტეტი- 200, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 228, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი -460, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 360 სტუდენტს მიიღებს. ჯამში, უფასო მიმართულებებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 5653 შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება.
მაისი 25, 2015
უფასო ფაკულტეტებზე ადგილების რაოდენობა გამოქვეყნდა