მაისი 26, 2015

26 მაისის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. ბაგრატის ტაძარში მეუფე კალისტრატემ საზეიმო წირვა აღავლინა. წირვას ქალაქის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღეს, ასევე ქუთაისში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე ათეული ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს.