საკრებულოს სხდომაზე კამათი საფეხბურთო გუნდ “ტორპედო”-სთვის დამატებითი თანხის გამოყოფას მოჰყვა.
„მედიკამეტების პროგრამაზე თანხის დამატებაზე უარი თქვით, შესაბამისი თანხა არ იყო. გირჩევნიათ კლუბი დააფინანსოთ;- განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
დეპუტატს შოთა მურღულიამ უპასუხა: “ტორპედოს“ დაფინანსებაზე უარს ვერ ვიტყვით. მოძებნეთ ისეთი ინვესტორი ვინც დააფინასებს და არ იქნება პრობლემა. ჩვენ გავზარდეთ ვაუჩერების დაფინასება და მეტი რა გავაკეთოთ”- უპასუხა მერმა.
ტორპედოს ბიუჯეტს დაახლებით 300 000 ლარი დაემატება.
შეგახსენებთ, რომ „ვისოლის“ წასვლის შემდეგ, გუნდზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო.