ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/178 ბრძანებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი თეატრის მთავარმა ქორმაისტერმა ირინე ლომინაძემ დაიკავა.
პოსტი ვაკანტური გოგი ჭიჭინაძის წასვლის შემდეგ გახდა.
აღნიშნული თანამდებობისთვის ირინე ლომინაძე და ცნობილი მომღერალი ლაშა ნიქაბაძე იბრძოდნენ.