თამარ მეფის ქუჩაზე წყალი ძველი მილებიდან იღვრება. ამის შესახებ “ნიუპრესს” გაერთაინებული წყამომარაგების კომპანიიდან აცნობეს. კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, “წყალქცევა თამარ მეფის ქუჩის 1 შესახვევის ძველი მილიდანაა, რომელიც დარჩა, რადგან მოსახლეობისა და ორგანიზაციების ახალ ქსელზე დაერთება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. დარჩენილია ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ხვალიდან ახალ ქსელზე დაერთდება და ძველი ამორტიზირებული ქსელი საბოლოოდ გაუქმდება“, -აცხადებს უწყების პრესსამსახური. თამარ მეფის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე წყალი დღეს დილიდან იღვრება.
