2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, – ამის შესახებ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.