February 13, 2014

მურღულიას მხარდამჭერები ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებით იმუქრებიან

ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 600 –მდე ადამიანი შეიკრიბა.აქციის მონაწილეებმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა გააპროტესტეს.

მურღულიას მხარდამჭერები ქუთაისის საკებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

“კიდევ გაიზრდება რიცხვი აქ მომსმვლელი ადამიანებისა მანამ, სანამ არ შედგება საკრებულოს სხდომა, რომელიც საბოლოოდ გამოუტანს ვერდიქტს იმ ძალას, რომელსაც დესტრუქციულია,”– განმარტეს აქციის მონაწილეებმა.