ქუთაისში მცხოვრებმა კაჩმაზოვების ოჯახმა, ავტოქარხნის სასაფლაოზე გასხვისებული საგვარეულო სასაფლაოს უკან დაბრუნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხვონით, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. კაჩმაზოვების განცხადებით, შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის დაქვემდებარებაში მყოფ ავტიქარხნის სასაფლაოზე მიწის ნაკვეთს 1988 წლიდან განკარგავენ. მათივე ინფორმაციით, 2012 წელს აღნიშნულ საფლავზე ქუთაისში მცხოვრები გოჩა თულოშვილის მამა დაკრძალეს. კაჩმაზოვები “ქართული ტრადიციები 2011”-ის ყოფილ ხელმძღვანელობას საფლავის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებენ. ოჯახმა შპს-ს წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ქუთაისის საქალქო სასამართლოში შეიტანა, სადაც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამირან კაჩმაზოვის განცხადებით, მოსამართლემ მათი ოჯახის კუთვნილი საფლავი გოჩა თულოშვილის მფლობელობაში არაკანონიერად დატოვა. თავად თულოშვილი newpress.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს. ამჯერად, საქმემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც კაჩმაზოვების ინტერესებს არსამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დაცვის ცენტრი” დაიცავს. შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, გოჩა მარგველაშვილის განმარტებით, სიმართლე მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაირკვევა.
April 29, 2014
სადაო საფლავი ქუთაისში – საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა