NewPress.ge RSS Feed https://newpress.ge/index.php/37216 ფალსიფიცირებული ბრენდული დასახელების არყები - დაკავებულია ორი პირი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98.PNG სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური ავრცელებს.  მათი ცნობით, “დაცვის კომპანია ალგანის” რუსთავის ოფისიდან – სადაც მზადდებოდა უკანონო პროდუქცია – ამოიღო 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა. ასევე, კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს “დაცვის კომპანია ალგანის” ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში. ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის – „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების მუხლებით. დაკავებულებს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.   https://newpress.ge/index.php/37215 თხილის ექსპორტი 171.4 ტონით გაიზარდა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.jpeg ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია (3.7 ათასი ტონა), მას მოსდევს ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა). ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. https://newpress.ge/index.php/37214 დააკავეს ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, მათგან 10 არასრულწლოვანია - შსს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98.PNG განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია. სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“,- განაცხადა სირაძემ. https://newpress.ge/index.php/37213 ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა http://newpress.ge/uploads/all/images/100_1.jpg ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება.  ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. 2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ მეხსიერებასა და სიახლეს შორის.  თიბისისთვის, როგორც #წერექართულად-ის შემქმნელი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და მის განვითარებაში მონაწილეობა. თიბისის ვიდეორგოლში ნახავთ და მოისმენთ ქალბატონი მზექალას პასუხს დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: გლობალიზაციის ფონზე, ენასთან მიმართებაში, ჩნდება მთავარი კითხვა - როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას?  „თიბისიში გვჯერა, რომ ენა ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვასთან ერთად განვითარებასაც საჭიროებს. ქალბატონი მზექალა შანიძე ის ადამიანია, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქართული ენის ისტორიული ფესვების დაცვას და ამავდროულად მის გააზრებულ გარდაქმნას ემსახურება. გვსურს, მისდამი, არა მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა გამოვხატოთ, არამედ, როგორც #წერექართულად-ის ავტორმა ბრენდმა, ჩვენი ღირებულებების ბუნებრივ გაგრძელებად, ავიღოთ პასუხისმგებლობა - გავუფრთხილდეთ ქართულ ენას და შევუწყოთ ხელი მის განვითარებას“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი. ქართული მეცნიერების მემატიანეს, ქალბატონი მზექალა შანიძის, 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თიბისიც უერთდება და მისი რჩევით, ბრენდმა სიმბოლურად თავის გზავნილს სასვენი ნიშანი დაურთო - მთავარია, გჯეროდეს! https://newpress.ge/index.php/37212 პირველი ქართული ოქრო ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.PNG ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. „ოცნების“ სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - ევროპის ჩემპიონები გახდნენ. „წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://newpress.ge/index.php/37207 ქუთაისში ახალი სპორტის სასახლის დაპროექტება მიმდინარეობს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1.jpg პროექტზე კომპანია Gensler-ი მუშაობს. ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას.  უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, Gensler-თან თანამშრომლობით ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Gensler-ის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები — მათ შორის Moody Centre Basketball and Events Arena (აშშ), YOFC-ის სათავო ოფისი (ჩინეთი) და Adobe Founders Tower (აშშ) - თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად არის აღიარებული. Gensler-ის ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების იდენტობისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს. Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა. შენობაში ასევე განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია. პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლე შეძლებს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობას.       https://newpress.ge/index.php/37197 შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98.jpg ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას. ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას, ახალი იდეების, საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების დაჯერებას, გეგმების დალაგებას, შენი თავისთვის და სხვებისთვის ახალი პირობების მიცემას. მაგრამ, წლის დასასრულს თუ დაჰკვირვებიხარ რამდენად შეასრულეთ 365 დღის წინ მიცემული პირობა, თუ ჩაფიქრებული გეგმა? სწორედ საახალწლოდ ჩაფიქრებული მიზნების ძალას ეძღვნება თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube ვიდეოების ერთობლივი სერიის „არის ერთი ნიუანსის“ მე-5 ეპიზოდი: შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? აქვს თუ არა აზრი საახალწლოდ დადებულ პირობებს და დასახულ მიზნებს? რას ამბობს მეცნიერება? საახალწლო რეზოლუციების რამდენი პროცენტი სრულდება? -  ეს არის ამ ეპიზოდის მთავარი კითხვები, რომლებსაც ვიდეო-სერიების ავტორი, ნიკო ნერგაძე, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეეცდება გასცეს პასუხები. ვიდეო სერიების მიზანი ისეთ თემებზე საუბარია, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი, სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს.  ვიდეო ეპიზოდებში ნიკო ნერგაძე ეცდება აქტუალურ საკითხებს მეცნიერული კვლევებით გამყარებულ პასუხებს გასცემს.  „არის ერთი ნიუანსის“ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას სთავაზობს აუდიტორიას. გაეცანი წინა ეპიზოდებს: იწვევს თუ არა ძალადობრივი ვიდეოთამაშები ძალადობას ბავშვებში? რამდენად სანდოა სიცრუის დეტექტორი? შვილს წიგნის წაკითხვაში ფული გადავუხადე. სწორად მოვიქეცი? „გვიქვეითებს თუ არა ინტელექტს ხელოვნური ინტელექტი?“ თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს. მთავარია გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. https://newpress.ge/index.php/37196 ანტივარიკოზული გეტრების გამოყენების ბენეფიტები http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.png ანტივარიკოზული გეტრები გამოიყენება ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ. ანტივარიკოზული გეტრები გამოიყენება ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ. ეს პროდუქტი:   აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;  ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში; ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას. ანტივარიკოზული გეტრები ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს მდგომარეობას. ვარიკოზული გეტრები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ამ პროდუქტს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ანტივარიკოზულ გეტრებს იყენებენ:   ოპერაციამდე;  ოპერაციის შემდგომ;  ორსულობის პერიოდში;  მწოლიარე პაციენტები; ხანგრძლივი მგზავრობის დროს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა - გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.  გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას. ვარიკოზული ვენების წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.  კომპრესიული წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვენების მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს. სამედიცინო დანიშნულების წინდა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. გამოიყენება ასევე, პროფილაქტიკისთვის და მისი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეგიძლიათ.   სასურველია, ანტივარიკოზული გეტრების გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განსაზღვროთ წინდების გამოყენების ხანგრძლივობა. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს - რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ მათ ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება. https://newpress.ge/index.php/37190 საქართველოს რკინიგზა რეისების განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს http://newpress.ge/uploads/all/images/logo-1.jpg რეისები 9 იანვრიდან განახლდება: საქართველოს რკინიგზა რეისების განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს:  „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. https://newpress.ge/index.php/37187 მუდმივი არაფერია და დიქტატორის დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია! -სალომე ზურაბიშვილი http://newpress.ge/uploads/all/images/Salome%20Zurabishvili.jpg საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება მუდმივი არაფერია და დიქტატორის დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!- ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს. "ნერონი, კალიგულა, დომიციანე, თემურ ლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ასადი, მადურო... მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ . https://newpress.ge/index.php/37186 აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზაში 36,115 პირია რეგისტრირებული http://newpress.ge/uploads/all/kriminali/%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90.jpg აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 577 247 პირის შესახებ მონაცემები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 36,115 ფიზიკური პირი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ბაზაში 60 ფიზიკური პირია შეყვანილი, ხოლო თავად პირის მომართვით - 36,053 განაცხადი დარეგისტრირდა. შედარებისთვის აგვისტოში გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ სიაში 30,000 ადამიანი იყო რეგისტრირებული, წინა წლის მდგომარეობით კი 20,000 პირი. შესაბამისად ერთ წელიწადში დამოკიდებულ პირთა სია 16,000-ით გაიზარდა. უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 577 247 პირის შესახებ მონაცემები. შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა და მის შედეგად 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოსამსახურეებს თამაში აეკრძალათ. ამასთან, შეიქმნა დამოკიდებულ პირთა რეესტრი, რომელში შესვლაც მოქალაქეებს საკუთარი განცხადების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლიათ. "დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით. ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://videocall.rs.ge/ დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან. პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. https://newpress.ge/index.php/37184 3 და 4 იანვარს მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90.jpg საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.  „ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ", -  ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.         https://newpress.ge/index.php/37183 ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს - ტრამპი http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D.jpg ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.მისი თქმით, ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა."ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი. ვენესუელაში აშშ-ის იერიშების შესხებ ცნობები დღეს გავრცელდა.დედაქალაქ კარაკასში და კიდევ რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.ქვეყანაშ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.     https://newpress.ge/index.php/37174 ესკი - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%905a-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98.png მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. “ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო  ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი  ისტორია აქვს.   მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია, მომხმარებლის უკუკავშირს.   სოციალურ საწარმოებს, მათი საქმიანობის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირად არც საკუთარი მაღაზია აქვთ და არც ადგილი, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის, სადაც პროდუქტის თბილისამდე ჩატანა და რეალიზაცია დამატებით ბარიერებს ქმნის. „ესკიმ“ ეს პრობლემა გადაჭრა. ამ სივრცეში მოსული მომხმარებელი მხოლოდ ნივთს არ ყიდულობს. ის ერთვება პროცესში, სადაც გააზრებულ არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შენაძენით შენ შეგიძლია წაახალისო მწვანე ინიციატივები, გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან “ესკი” თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.  „გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლაო“- გვიყვება „ესკის“ ხელმძღვანელი  სალომე კუსიანი.  სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტის შექმნის პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესისთვის. მაგალითად, როდესაც საწარმო შშმ პირებს ასაქმებს, წარმოების პროცესს სხვა დრო, სხვა მიდგომა და მეტი რესურსი სჭირდება. შეიძლება თანამშრომელს მეხსიერების პრობლემა ჰქონდეს და ერთი და იმავე დავალების ახსნა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ბიზნესის ლოგიკით ეს ნელი პროცესია, მაგრამ სოციალური მეწარმეობის მიზანი სხვაა:  ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საზოგადოების ღირსეული წევრია და თავადაც შეუძლია რაღაც შექმნას.  “ამას ემატება ხელით დამზადებული პროდუქტის სპეციფიკაც: დრო, შრომა და ხარისხი ავტომატურად აისახება ფასზე. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება კერამიკასთან ან თავად შეუქმნია ნივთი საკუთარი ხელით, მარტივად ხვდება, რატომ ვერ იქნება ასეთი პროდუქტი მასწარმოებაზე იაფი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გააზრებული შენაძენის მნიშვნელობაზე”- გვიხსნის სალომე და აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს იზიდავთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ამბავიც, რაც მის უკან დგას.   მიუხედავად ამისა, ბალანსის დაცვა შესაძლებელია სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდებისა და კომპანიების წყალობით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან არჩევანი გააკეთონ არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების მიხედვით. სწორედ ამ არჩევანზე დგას სოციალური საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.  თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობაც ამ გზის გაგრძელებაა. „განაცხადის შევსებისას ვფიქრობდი, რომ თუ ფინალისტები გავხდებოდით, ეს ნიშნავდა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და წარმატების უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრო, როდესაც აპლიკაციის გაგზავნას დავაჭირე ხელი. ჩვენთვის ისიც აღიარებაა, რომ პირველი ადგილი სოციალურმა კაფე მზიურიმ დაიკავა. როდესაც შენს მცირე საქმიანობას, ასეთი დიდი დაჯილდოება აფასებს, ნამდვილად არის მოტივაცია, საქმიანობა გააგრძელო“, - ამბობს სალომე.  „ესკის“ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა. მომხმარებლებს ხშირად უკვირთ, რომ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები თუ კერამიკული ნივთები ნამდვილად აქ, საქართველოშია შექმნილი. ეს გაოცება სიამაყედ იქცევა, როცა ადამიანები ბრუნდებიან, კოლექციებს აგროვებენ, უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან ქართულ სოციალურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ სივრცეს აქვს მიზიდულობის ძალა  არა მხოლოდ როგორც მაღაზიას, არამედ როგორც იდეას.  ამ პროცესში ჩართვა და ნივთების შეძენა კი ონლაინაც შეგიძლიათ https://eski.ge/  https://newpress.ge/index.php/37168 ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია - საქართველოს რკინიგზა http://newpress.ge/uploads/all/images/GR%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D_2.png ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.  „იმერეთი - გურიის  მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.    სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.    https://newpress.ge/index.php/37165 თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში http://newpress.ge/uploads/all/images/galleria.jpg გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის საახალწლო შეთავაზებები კვლავ არ დასრულებულა. მხოლოდ 30 დეკემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათით გადახდისას, თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე გაეცანით გალერია თბილისის პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს: ტანსაცმელი და აქსესუარები: Patrizia Pepe, Superdry, DKNY, Pinko, Twinset, Furla, Trussardi, Elena Miro, Hogan, Just Cavalli, Bene Shoes, Lion of Porches, Pepe Jeans, Hackett, Marco Polo, Karl Lagerfeld, Gianfranco Ferré, Luisa Spagnoli, Lacoste, Gant, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Diesel, Timberland, Topsport, Romani, Studio By Shoes Gallery, AW-Lab   საბავშვო: Espacho, Original Marines, Mayoral, Monnalisa, Carter’s, XS Toys, Okaidi, Jacadi   სილამაზე და თავის მოვლა: L’Occitane, Yves Rocher, NYX, Laline Georgia   სამკაულები: Roberto Bravo, Mova Jewelry, Pendanti, Delfos   სახლი: JYSK, Manamo Home, Miniso, Qartuli Kalata   წიგნები: Sulakauri Publishing, Biblusi   შეთავაზებების დამატებითი პირობებისა და გამონაკლისების სანახავად, გადადით ბმულზე გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით. https://newpress.ge/index.php/37155 სქოლიოზის მკურნალობის გზები http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98.jpg სქოლიოზი იყოფა სხვადასხვა ტიპად, მიზეზისა და მანიფესტაციის ასაკის მიხედვით: სქოლიოზი ხელხემლის სვეტის ლატერალური დევიაციია. ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაციის ხარისხი შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტური მართვის გასაღებია.    სქოლიოზის ტიპები   სქოლიოზი იყოფა სხვადასხვა ტიპად, მიზეზისა და მანიფესტაციის ასაკის მიხედვით: იდიოპათიური სქოლიოზი: ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც შეადგენს შემთხვევათა 80%-ს. მისი მიზეზები უცნობია. ის დამატებით კატეგორიზდება ასაკის მიხედვით: მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი (AIS) გვხვდება 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, არასწრულწლოვანთა იდიოპათიური სქოლიოზი, რომელიც დამახასიათებელია 3 დან 9 წლამდე. ხოლო 3 წლამდე განვითარებული სქოლიოზის ტიპია - ჩვილთა იდიოპათიური სქოლიოზი. თანდაყოლილი სქოლიოზი: სქოლიოზის იშვიათი ტიპია, რომელიც ვლინდება დაბადებისას ერთი ან მეტი მალის დეფორმაციის გამო.  ნეირომუსკულური სქოლიოზი: სქოლიოზის ეს ფორმა მეორადია, რომელიც გამოწვეულია ისეთი დაავადებებისგან,როგორიცაა ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა ან კუნთოვანი დისტროფია.    იდიპათიური სქოლიოზის ზუსტი მიზეზი საიდუმლოდ რჩება, თუმცა ითვლება, რომ მის განვითარდებაში გენეტიკური კომპონენტი დიდ როლს თამაშობს. სხვა ტიპების შემთხვევაში, მიზეზი უშუალოდ ძირითად დაავადებასთანაა დაკავშირებული. სქოლიოზი გავრცელებულია მოსახლეობის 2-3% ში. გამრუდების მსუბუქი ფორმა მეტად ხშირია და ნაკლებად საჭიროებს მკურნალობას, მძიმე გამრუდებები (25-30 გრადუსზე მეტი) აუცილებლად საჭიროებს სწორ მართვას.   როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს სქოლიოზის მკურნალობის ძირითადი მიზანი დაავადების პროგრესირების პრევენციაა და მასთან დაკავშირებული ტკივილის ან დისკომფორტის მოგვარება. მკურნალობის მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქოლიოზის ტიპსა და გამრუდების სიმძიმეზე.  დაკვირვება: მსუბუქი გამრუდებისას (20 გრადუსზე ნაკლები), ყველაზე გავრცელებული მიდგომა რეგულარული დაკვირვებაა. ეს მოიცავს სპეციალისტთან პერიოდულ შემოწმებას, რათა მუდმივად დავაკვირდეთ გამრუდების პროგრესირებას. თუ გამრუდება სტაბილური რჩება, შესაძლოა შემდგომი მკურნალობა საჭირო არ გახდეს. კორსეტი: ხერხემლის კორსეტი ძირითადად გამოიყენება ზომიერი გამრუდებებისას (25-დან 45 გრადუსამდე) ბავშვებსა და მოზარდებში. კორსეტის ტარება დღეში რამდენიმე საათია რეკომენდირებული და ის ხერხემალზე ზეწოლით  ხელს უშლის გამრუდების გაუარესებას, მანამ, სანამ ძვალი ჯერ კიდევ ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ის არ არის განკუთვნილი უკვე არსებული გამრუდების გამოსასწორებლად, არამედ აჩარებს მდგომარეობის პროგრესირებას.  ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია მკურნალობის  სასიცოცხლო ნაწილია. ფიზიკური თერაპიის პროგრამები, როგორიცაა შროტის მეთოდი, მიზნად ისახავს ხერხემლის ირგვლივი კუნთების გაძლიერებას, ხერხემლის მოქნილობის გაუმჯობესებას და პოზის დასწავლას, რათა დაეხმაროს პაციენტებს სიმპტომების მართვაში და საერთო ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. ქირურგია: მძიმე (ჩვეულებრივ, 45-50 გრადუსზე მეტი) ან მუდმივად პროგრესირებადი გამრუდებისას, ქირურგია მკურნალობის რეკომენდირებული ვარიანტია. ყველაზე გავრცელებული პროცედურა ხერხემლის ფიქსაციაა. ეს მიზნად ისახავს გამრუდების სამუდამოდ გამოსწორებას და მომავალში პროგრესირების თავიდან აცილებას. ტკივილის მართვა: მოზრდილთა დეგენერაციული სქოლიოზის შემთხვევაში, მკურნალობა ხშირად მიზნად ისახავს ტკივილის მართვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, სტეროიდულ ინექციებს და ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, ქირურგიას ნერვების დეკომპრესიისა და ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით.   სქოლიოზის მკურნალობა მნიშვნელოვანია პროფესიონალებს მიანდოთ, რადგან ეს მდგომარეობა საჭიროებს ინდივიდუალურ, სწორად დაგეგმილ და ეტაპობრივ მიდგომას. თვითნებური ვარჯიშები ან არასწორი მეთოდები შესაძლოა მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდეს და მომავალში დამატებითი გართულებები გამოიწვიოს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრს. https://newpress.ge/index.php/37149 მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის - ლაშა აბაშიძე http://newpress.ge/uploads/all/images/1000018319.jpg საქართველოს რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები დღეიდან ახალ გზაზე იმოძრავებენ. ,,მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის. ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. ლაშა აბაშიძემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მოდერნიზაციის პროექტი ოფიციალურად გახსნა. საქართველოს რკინიგზას უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აქვს. რეგიონში ყველაზე დიდი 8300 მეტრის გვირაბი, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები, ახალი ლიანდაგი, უსაფრთხოების, სიგნალიზაციის და ცენტრალიციის თანამედროვე სისტემები - ეს პროექტის ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალია. საქართველოს რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები დღეიდან ახალ გზაზე იმოძრავებენ. მასშტაბური პროექტის ამოქმედებით მატარებლების მსვლელობის დრო შემცირდება, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება, ასევე შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია. https://newpress.ge/index.php/37148 სქოლიოზის მკურნალობის გზები http://newpress.ge/uploads/all/images/skolioz2.jpg სქოლიოზი ხელხემლის სვეტის ლატერალური დევიაციია. ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაციის ხარისხი შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტური მართვის გასაღებია.  სქოლიოზის ტიპები სქოლიოზი იყოფა სხვადასხვა ტიპად, მიზეზისა და მანიფესტაციის ასაკის მიხედვით: იდიოპათიური სქოლიოზი: ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც შეადგენს შემთხვევათა 80%-ს. მისი მიზეზები უცნობია. ის დამატებით კატეგორიზდება ასაკის მიხედვით: მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი (AIS) გვხვდება 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, არასწრულწლოვანთა იდიოპათიური სქოლიოზი, რომელიც დამახასიათებელია 3 დან 9 წლამდე. ხოლო 3 წლამდე განვითარებული სქოლიოზის ტიპია - ჩვილთა იდიოპათიური სქოლიოზი. თანდაყოლილი სქოლიოზი: სქოლიოზის იშვიათი ტიპია, რომელიც ვლინდება დაბადებისას ერთი ან მეტი მალის დეფორმაციის გამო.  ნეირომუსკულური სქოლიოზი: სქოლიოზის ეს ფორმა მეორადია, რომელიც გამოწვეულია ისეთი დაავადებებისგან,როგორიცაა ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა ან კუნთოვანი დისტროფია.    იდიპათიური სქოლიოზის ზუსტი მიზეზი საიდუმლოდ რჩება, თუმცა ითვლება, რომ მის განვითარდებაში გენეტიკური კომპონენტი დიდ როლს თამაშობს. სხვა ტიპების შემთხვევაში, მიზეზი უშუალოდ ძირითად დაავადებასთანაა დაკავშირებული. სქოლიოზი გავრცელებულია მოსახლეობის 2-3% ში. გამრუდების მსუბუქი ფორმა მეტად ხშირია და ნაკლებად საჭიროებს მკურნალობას, მძიმე გამრუდებები (25-30 გრადუსზე მეტი) აუცილებლად საჭიროებს სწორ მართვას.   როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს სქოლიოზის მკურნალობის ძირითადი მიზანი დაავადების პროგრესირების პრევენციაა და მასთან დაკავშირებული ტკივილის ან დისკომფორტის მოგვარება. მკურნალობის მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქოლიოზის ტიპსა და გამრუდების სიმძიმეზე.  დაკვირვება: მსუბუქი გამრუდებისას (20 გრადუსზე ნაკლები), ყველაზე გავრცელებული მიდგომა რეგულარული დაკვირვებაა. ეს მოიცავს სპეციალისტთან პერიოდულ შემოწმებას, რათა მუდმივად დავაკვირდეთ გამრუდების პროგრესირებას. თუ გამრუდება სტაბილური რჩება, შესაძლოა შემდგომი მკურნალობა საჭირო არ გახდეს. კორსეტი: ხერხემლის კორსეტი ძირითადად გამოიყენება ზომიერი გამრუდებებისას (25-დან 45 გრადუსამდე) ბავშვებსა და მოზარდებში. კორსეტის ტარება დღეში რამდენიმე საათია რეკომენდირებული და ის ხერხემალზე ზეწოლით  ხელს უშლის გამრუდების გაუარესებას, მანამ, სანამ ძვალი ჯერ კიდევ ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ის არ არის განკუთვნილი უკვე არსებული გამრუდების გამოსასწორებლად, არამედ აჩარებს მდგომარეობის პროგრესირებას.  ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია მკურნალობის  სასიცოცხლო ნაწილია. ფიზიკური თერაპიის პროგრამები, როგორიცაა შროტის მეთოდი, მიზნად ისახავს ხერხემლის ირგვლივი კუნთების გაძლიერებას, ხერხემლის მოქნილობის გაუმჯობესებას და პოზის დასწავლას, რათა დაეხმაროს პაციენტებს სიმპტომების მართვაში და საერთო ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. ქირურგია: მძიმე (ჩვეულებრივ, 45-50 გრადუსზე მეტი) ან მუდმივად პროგრესირებადი გამრუდებისას, ქირურგია მკურნალობის რეკომენდირებული ვარიანტია. ყველაზე გავრცელებული პროცედურა ხერხემლის ფიქსაციაა. ეს მიზნად ისახავს გამრუდების სამუდამოდ გამოსწორებას და მომავალში პროგრესირების თავიდან აცილებას. ტკივილის მართვა: მოზრდილთა დეგენერაციული სქოლიოზის შემთხვევაში, მკურნალობა ხშირად მიზნად ისახავს ტკივილის მართვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, სტეროიდულ ინექციებს და ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, ქირურგიას ნერვების დეკომპრესიისა და ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით.   მნიშვნელოვანია, რომ სქოლიოზის სამკურნალოდ მიმართოთ პროფესიონალებს, რომლებიც ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში დახვდებათ. აქ პაციენტს სთავაზობენ ინდივიდუალურად მორგებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს, თანამედროვე მეთოდებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების ზედამხედველობას. სწორი დიაგნოსტიკა, ეტაპობრივი თერაპია და მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ეხმარება პაციენტს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. https://newpress.ge/index.php/37147 ფიზიკური რეაბილიტაცია და მისი მნიშვნელობა http://newpress.ge/uploads/all/images/rehab.jpg ფიზიკური რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი საფეხურია ტრავმის, სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობის ან პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პროცესში. მისი მიზანია ფუნქციების აღდგენა, ტკივილის მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რეაბილიტაციის ძირითადი კომპონენტებია:   თერაპიული ვარჯიში : ინდივიდუალურად მორგებული სავარჯიშო პროგრამაა, რომელიც მოიცავს გაჭიმვებსა და გამაძლიერებელ ვარჯიშებს. მისი მიზანია მოქნილობის გაზრდა, კუნთების სიძლიერისა და გამძლეობის გაუმჯობესება.  მანუალური თერაპია : გულისხმობს ხელით შესრულებულ ტექნიკებს, როგორიცაა მასაჟი, სახსრების მობილიზაცია და სხვა მანიპულაციები. ამცირებს კუნთების დაჭიმულობას, ანთებას და აუმჯობესებს სახსრის მოძრაობის დიაპაზონს. ეს მეთოდი ეფექტურად ამსუბუქებს ტკივილს და სიხისტეს, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად შეასრულოს სავარჯიშოები. სხვადასხვა დამხმარე თერაპიები, რომელებიც გამოიყენება შეხორცებისა და ტკივილის მართვისათვის, მაგალიტად ულურაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია და სხვა.  პაციენტის განათლება : მთავარი მიზანია პაციენტმა შეიცნოს მისი მდგომარეობის არსი, შეინარჩუნოს სწორი ცხოვრების სტილი, პოზა, სხეულის მექანიკა, გაიგოს, თუ რა იწვევს ტკივილს, რაც დაეხმარება მას შემდგომი გართულებების და ტრავმების პრევენციაში.  როდის გამოიყენება ფიზიკური რეაბილიტაცია? ფიზიკური რეაბილიტაცია გამოიყენება მრავალი მდგომარეობის სამკურნალოდ, მათშრისაა: ორთოპედიული ტრავმები : მოტეხილობები, სახსრის ამოვარდნა, მყესებისა და იოგების დაზიანება, კუნთები დაჭიმვა. რეაბილიტაცია ამ შემთხვევებში ხელს უწყობს მოძრაობის დიაპაზონის აღდგენას, კუნთების გაძლიერებას და ქსოვილების შეხორცებას. პოსტოპერაციული პერიოდი: მენჯ-ბარძაყის, მუხლის ან სხვა სახსრების ენდოპროთეზირება, ხერხემლის ოპერაციები. თერაპევტი ეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში, მოძრაობის აღდგენასა და ძალების მოკრებაში, რაც აუცილებელია წარმატებული რეაბილიტაციისთვის. ნევროლოგიური დაავადებები: ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის დაზიანებები. ამ შემთხვევებში რეაბილიტაცია ფოკუსირებულია ბალანსის, კოორდინაციის, სიარულისა და კუნთების ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე. ქრონიკული ტკივილი: ართრიტი, ფიბრომიალგია, ზურგისა და კისრის ქრონიკული ტკივილი. ფიზიკური თერაპია გვთავაზობს არამედიკამენტურ მიდგომას ტკივილის სამართავად, რაც მოიცავს გაჭიმვებს, გაძლიერებას და პაციენტის განათლებას ტკივილის მექანიზმების შესახებ. სპორტული ტრავმები: მოთამაშეების მომზადება სპორტში დასაბრუნებლად და ახალი ტრავმების პრევენცია. ფიზიკური რეაბილიტაცია ,,ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში”  არ არის მიმართული მხოლოდ დაზიანებული უბნისაკენ, მისი დადებითი თვისებები მთლიანი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების საწინდარია. მისი მიზანია არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემის მოგვარება, არამედ მომავალი გართულებების პრევენცია, დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესება. https://newpress.ge/index.php/37144 ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94.jpg საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა. სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის 6%-ზე მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7.3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს, მესამე კვარტალში წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 12.3%. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.   მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები.   რაც შეეხება კვლავ 2025 წელს, როგორც მესამე კვარტალში, ასევე ჯამურად ცხრა თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები იყო. უფრო გრძელვადიან ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე მსხვილ კომპონენტებს ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტირება და ვაჭრობა შეადგენდა.   ამავდროულად, ისევ მაღალია წმინდა სავალუტო შემოდინებები. კერძოდ, ნოემბერში ექსპორტი 44.2.%-ით გაიზარდა, იმპორტში კი 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ბოლო წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნოემბრის ექსპორტის ზრდას, ერთი მხრივ, რე-ექსპორტი განაპირობებდა, დიდწილად ავტომობილების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ექსპორტი, კერძოდ კი ძვირფასი ლითონის მადნები, ნავთობი და ფეროშენადნობები. თავის მხრივ, იმპორტის კლება ძირითადად ავტომობილების იმპორტით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 17.5%-ით შემცირდა, ექსპორტის 53.2%-იანი ზრდის პარალელურად. როგორც ადრეც აღინიშნა, ავტომობილებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი დროებითია და სამომავლოდ იმპორტის ზრდის ან ექსპორტის კლების არხით კორექტირდება. მაგალითისათვის, ჩვენი შეფასებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, ბოლო თვეების განმავლობაში სავაჭრო ნაკადების უცვლელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, ავტომობილებით ვაჭრობის ჯამური დეფიციტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.   აღსანიშნავია, რომ, ავტომობილების გარდა, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას ძვირფასი ლითონები და ნავთობიც განაპირობებს. კერძოდ, ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი მატების პარალელურად, გაზრდილია ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება, პირიქით, იმპორტის შემცირებას უწყობს ხელს. ამ ფაქტორების ერთობლივი ეფექტი, ჩვენი შეფასებით, 250 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.   სავალუტო შემოდინებების სხვა კომპონენტების მხრივ, ფულადი გზავნილები ნოემბერში 13.1%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის 13.4%-ს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება. მიმდინარე წელს გზავნილების ზრდის ფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, აშშ-დან გზავნილების ზრდას როგორც გზავნილების რაოდენობა, ასევე გზავნილის საშუალო მოცულობა განაპირობებს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი და გერმანია, აშშ დოლარში გზავნილების ზრდა თითქმის მთლიანად ევროს გამყარებით არის გამოწვეული, რადგან ევროში გზავნილის საშუალო მოცულობა დიდწილად უცვლელია. მსგავსი ტენდენციაა რუსეთიდან გზავნილების მხრივაც.   ამავდროულად, დეკემბერში მზარდია უნაღდო დანახარჯების დინამიკა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ხარჯების კუთხით, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. შიდა დანახარჯები შედარებით მცირედითაა გაზრდილი, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტნაკლებად უცვლელია.   ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბრის მდგომარეობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნული, რეინვესტიციების კლებასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან მოსალოდნელ შემცირებაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ერთდროულად ხელს უწყობს ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკა და ოქროს ფასები ერთი მხრივ, და ნავთობის ფასებისა და ჯამურად იმპორტის კლება მეორე მხრივ, რაც საშუალოვადიან პერიოდში რთულად შესანარჩუნებელი კომბინაციაა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026 წელს მცირედით გაუარესდება და 5%-ს მიაღწევს.   წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და, დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ს დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი აქვს შეძენილი. შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნოემბრის ბოლოსთვის სებ-ის სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ, ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში, ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის. მეორე მხრივ, ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს.   https://newpress.ge/index.php/37141 არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები http://newpress.ge/uploads/all/images/Release_3.jpg შეთავაზება ვრცელდება პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. თიბისიმ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული საახალწლო შეთავაზებები ამ შაბათ-კვირისთვისაც,  27-28 დეკემბრისთვისაც მოუმზადა. ახალი წლის წინა დღეებში-ყველაზე ხარჯიან პერიოდში, შესაძლებლობა გაქვთ დაზოგოთ თანხა და სარგებლიანად იშოპინგოთ.  27-28 დეკემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, შერჩეულ პარტნიორ ობიექტებში 40%-მდე მომენტალური ქეშბექით ისარგებლებთ. ტექნიკა, თავის მოვლა, პარფიუმერია, აქსესუარები, ტანსაცმელი, სახლი, საბავშვო- ტრადიციულად მრავალფეროვანია და მომხმარებელთა სურვილებზე მორგებულია შერჩეული  პარტნიორი ობიექტების კატეგორიებიც.   ჯიპისი/GPC.ge-გადაიხადეთ მინიმუმ 100 ლარი და დაიბრუნეთ 30% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით- ჯამში მაქსიმუმ 30 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებთ. ვიშლისტი-დაიბრუნეთ 30% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით- მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ. შეთავაზება არ გავრცელდება ახალშობილის პროდუქციაზე. ჭიტა- დაიბრუნეთ 40% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ; აისფეისი-დაიბრუნეთ 10% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ; ბეკო/BEKO Georgia Official Website- დაიბრუნეთ 20% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ; მანამო ჰოუმ/ manamohome.com/ge- დაიბრუნეთ 30% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ; ტანსაცმლის გალერეა- დაიბრუნეთ 40% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- მაქსიმუმ 400 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 500 ლარს დაიბრუნებთ; სათვალის გალერეა - დაიბრუნეთ 30% ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას-ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 400 ლარს დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. გამონაკლისებია და ონლაინ ისარგებლებთ მხოლოდ ჯიპისიში, ბეკოში და მანამო ჰოუმში. ონლაინ შეთავაზებით სარგებლობისთვის, ახლიდან დაამატეთ თიბისის ბარათი ვებგვერდზე  და გადაიხადე თიბისის გადახდის არხით. 27-28 დეკემბრის შეთავაზებების პირობების სანახავად გადადით ბმულზე.  ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე თიბისისთან ერთად და  ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით.   https://newpress.ge/index.php/37138 „თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა http://newpress.ge/uploads/all/images/A5-1.jpg ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს. ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა. ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.  მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია დაახლოებით 120 სახეობის ღვინო მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან, მათ შორის: საფრანგეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან; ხელმისაწვდომია თეთრი და წითელი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ცქრიალა ღვინოები, მათ შორის: შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან, იტალიური პროსეკო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინის ბრენდი - Ferrari, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში The Wine-ია.  პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოურ ღვინოებს მოიცავს, თუმცა სტუმრები “თბილღვინოს” პრემიუმ კოლექციიდან ქართული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო სეგმენტს მოიცავს, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ შეთავაზებებსაც. The Wine-ის სივრცეში სამომავლოდ საგანმანათლებლო და თემატური აქტივობები იგეგმება, მათ შორის: დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რაც მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო მეღვინეობის გამოცდილების გაზიარებას. თიბისი და „თბილღვინო“ 23 წელია პარტნიორები არიან. ბოლო 5 წელში ერთობლივად 48 მილიონი ლარის მოცულობის პროექტები აქვთ განხორციელებული. პარტნიორობა მოიცავს, როგორც რთველის დაფინანსებასა და ვენახების გაშენებას, ასევე, საწარმოო ხაზის გადაიარაღებასა და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას.  https://newpress.ge/index.php/37135 ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“ http://newpress.ge/uploads/all/images/_32.jpg იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა. ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს და ანაკლიის მისასვლელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ“ - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა  განაცხადა. ლაშა აბაშიძის შეფასებით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, სადაც იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა.  „საქართველოს რკინიგზა  ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატვირთო სადგურის აშენებასაც აპირებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2- 2,5 წელიწადში დასრულდება“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ. https://newpress.ge/index.php/37134 რა დოკუმენტებია საჭირო ბიზნეს სესხის მისაღებად http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg თუ არსებული ბიზნესის გაფართოებას ან ახალი იდეის განხორციელებას აპირებთ, ალბათ, უკვე გიფიქრიათ იმაზეც, თუ სად უნდა მოიპოვოთ რესურსები და დაფინანსება. ამ დროს კარგი გამოსავალია MBC-ის ბიზნეს სესხი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა გამარტივებულად მიიღონ საჭირო თანხა საქმიანობის განვითარებისთვის. თუმცა, სანამ სესხის განაცხადს შეავსებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა დოკუმენტებია საჭირო ამ პროცესისთვის და როგორ მოემზადოთ წინასწარ. რატომ ითხოვენ ფინანსური ორგანიზაციები დოკუმენტებს? სესხის გაცემამდე ყველა საფინანსო ორგანიზაცია აფასებს ბიზნესის მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. სწორედ ამიტომ ითხოვენ დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებს, რამდენად სტაბილურია თქვენი საქმიანობა.  დოკუმენტების წარმოდგენა ეხმარება ორგანიზაციას შეაფასოს თქვენი შემოსავალი, ხარჯები და საერთო ფინანსური რისკები. ეს პროცესი მხოლოდ ფორმალობა არ არის. წარდგენილი დოკუმენტაცია რეალურად ზრდის სესხის მიღების შანსს და ამცირებს პროცედურის დროს. რა დოკუმენტებია საჭირო ბიზნეს სესხის მისაღებად სხვადასხვა ფინანსური  ორგანიზაციის მოთხოვნები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მაგალითად, მიკრობანკები ნაკლებ ბიუროკრატიულ პროცედურებს გთავაზობენ ბანკებთან შედარებით და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი მიახლოებით ასე გამოიყურება:  ბიზნესის მფლობელის თუ თვითდასაქმებული პირის საიდენთიფიკაციო დოკუმენტი;  ბიზნესის რეგისტრაციის მოწმობა ან ინდ-მეწარმის სერტიფიკატი - ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბოლო 6-12 თვის ბრუნვა;  საკრედიტო ისტორია; ქონების დოკუმენტაცია, თუ სესხი უზრუნველყოფით გაიცემა; ბიზნესის განვითარების გეგმა ან პროექტის მოკლე აღწერა - ასეთის არსებობის შემთხვევაში.  ეს ინფორმაცია ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს გააცნობიერონ, რამდენად მდგრადია ბიზნესი და როგორ გეგმავთ სესხის დაფარვას. როგორ უნდა მოემზადო განაცხადის შესავსებად სანამ განაცხადს შეავსებ, გადაამოწმე დოკუმენტები და დარწმუნდი, რომ ინფორმაცია სწორად გაქვს მითითებული. კარგი იდეაა წინასწარ მოამზადოთ მოკლე ბიზნეს-გეგმა, თუნდაც მარტივი ფორმით. ამით აჩვენებთ, რომ თქვენი მიზანი მკაფიო და რეალურია. გახსოვდეთ, ბიზნეს სესხი არ არის მხოლოდ დაფინანსებაზე წვდომა - ეს არის პარტნიორობა თქვენსა და ბანკს შორის, რომელიც გეხმარებათ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. ასე რომ, მოემზადეთ საფუძვლიანად და თქვენი განაცხადი გაცილებით დამაჯერებელი იქნება. https://newpress.ge/index.php/37132 თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(2)_1.jpg მხოლოდ 25 დეკემბერს, თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუბენენ. თიბისი კონცეპტმა მომხმარებელს ტრადიციულად განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზება მოუმზადა. მხოლოდ 25 დეკემბერს, თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები, სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუბენენ. TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card შეთავაზება მოქმედებს ყველა ამ ბარათსა და მის ციფრულ ანალოგებზე. მთავარია, გადახდა სითი მოლის ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე განახორციელოთ.   გაეცანით სითი მოლის პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს:  დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ და მომენტალურად Atelier Rebul, Bagatt, Berghoff, Boss, Calvin Klein, Charles & Keith, Corner, Cortefiel, Crocs, Dan John, Delfos, Diesel, Dressarium Kids, EA7 Emporio Armani, Eshvi, Funky Vintage, Gant, Giordano, Grills Home & Kitchen, Hackett, Hugo, Izipizi, JB Martin, JYSK, Karl Lagerfeld, Keddo, Kenari, Korean Cosmetics, Lacoste, Laline, Lee Cooper, Lion of Porches, Liya x Moet, L’Occitane, *Lutecia, MAC Cosmetics, Magellan, Manamo Home / TAC, Marc’O Polo, Messy Weekend, Napapijri, New Balance, Okkia, Old Supra, Ollivander’s, Paul & Shark, Pedro del Hierro, Petit Bateau, Puma, Sacoor Brothers, Scotch & Soda, Shoes Loft, Swarovski, The North Face, Timberland, Tommy Jeans, TOPSPORT, Toreli, Under Armour, Velvet & Vivid, Villeroy & Boch, Women’Secret, Yamamay, Yves Rocher, Zapatero Español   Jo Malone - დაიბრუნეთ 25% ულიმიტოდ **Elite - დაიბრუნეთ 20%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი მომენტალურად iSpace - დაიბრუნეთ 20%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი მომენტალურად   შეთავაზებების დამატებითი პირობებისა და გამონაკლისების სანახავად, გადადით ბმულზე სითი მოლის მისამართები: ვაჟა-ფშაველას N70, საბურთალო ი.ვეკუას N1, გლდანი   ახალი წლის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სხვა მრავალფეროვანი შეთავაზებებიც ელოდებათ. აქტიური შეთავაზებები, იხილეთ ბმულზე გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით. https://newpress.ge/index.php/37131 ლაშა აბაშიძე: „რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება“ http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8.jpeg ,რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დროის შემცირება დაიწყება. ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა.  ,,რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. ამ ტერიტორიის გადაკვეთას მატარებლები  ყველაზე დიდ დროს ანდომებენ, მოდერნიზაციის პროექტმა კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცა. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან აქამდე არსებული 47-ვაგონიანი შემადგენლობა 57 გახდება, ასევე გავზრდით მატარებლების წონას, რაც საშუალებას მოგვცემს, თითო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ“ - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.  მისივე შეფასებით, სატრანზიტო დროის შემცირების გარდა, საქართველოს რკინიგზის მთავარი გამოწვევა სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებაა. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, რკინიგზა ძველ ელმავლებს აღარ შეაკეთებს.  ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი, თაანამედროვე სალოკომოტივო პარკი. ეს არის რკინიგზისთვის ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, სატრანზიტო დროის შემცირებითა და ახალი სალოკომოტივო პარკით - საქართველოს რკინიგზა ,,შუა დერეფანში“ კიდევ უფრო მიმზიდველი და სტრატეგიული პარტნიორი გახდება. https://newpress.ge/index.php/37123 მოსალოდნელია თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9D.jpg ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა. არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის". "მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული", - ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ "ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით", ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს. ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია). ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია. თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.  „ქართული ოცნების“ მხრიდან, ნაცვლად პრობლემაზე ადეკვატური რეაგირებისა, პასუხად პროპაგანდისტული ანტიდასავლური განცხადებები ისმის, რომლებიც კრემლის ნარატივებთან თანხვედრაშია.  https://newpress.ge/index.php/37120 გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე http://newpress.ge/uploads/all/images/20-21.jpg ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ. თიბისის საახალწლო კალენდარზე  20-21 დეკემბრის შეთავაზებები უკვე გამოჩნდა. ამ შაბათ-კვირას, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 40%-მდე ქეშბექს მომენტალურად დაიბრუნებთ.  პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კვლავ მრავალფეროვანია და თქვენს საჭიროებებს ერგება.    მხოლოდ 20 დეკემბერს:  Marks & Spencer, ALDO, Parfois, Zippy, US Polo - იმოქმედებს 40%-იანი ქეშბექი. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს.  მიდეა- იმოქმედებს 30%-იანი ქეშბექი. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ.  თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 500 ლარს.  მხოლოდ 21 დეკემბერს ფრესკოში მინიმუმ 100 ლარის გადახდისას, ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით, 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით 40 ლარს.  20 და 21 დეკემბერს: პეპელა, იქსეს თოისი, ბიბლუსი, კარტერსი- იმოქმედებს 30%-იანი ქეშბექი. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ოთხივე ობიექტში ერთად, ჯამში მაქსიმუმ 250 ლარს დაიბრუნებთ.  ICR Home: Laboratory My Home, Kare, Naterial, Myoffice, Sleep & Bed, Icrhome.ge- იმოქმედებს 25% -იანი ქეშბექი. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 500 ლარს დაიბრუნებთ.   https://newpress.ge/index.php/37118 ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო http://newpress.ge/uploads/all/images/a5_7.png ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის - თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერასა და თანამშრომლების გაძლიერებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. როგორც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი აღნიშნავს, ქალთა გაძლიერება თიბისისთვის სტრატეგიული მიმართულებაა: „ESG სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ქალთა გაძლიერებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი დავუთმეთ. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე ოთხი წელია მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ. მათ შორის არის მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც თიბისი ოთხი წელია მხარს უჭერს და რომელსაც ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ასევე, აღსანიშნავია გრეის ჰოპერის დაჯილდოება, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებასა და აღიარებას ემსახურება. თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებისა და გოგოების ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში - ჩვენს IT აკადემიაში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულთა 45% ქალები არიან, რაც დაახლოებით 2 400 მონაწილეს შეადგენს“. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ოფიციალური პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო და ამით თიბისი საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც UN Woman Georgia-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ჩაერთო ქალების გაძლიერების პროგრამებში. ამასთან, თიბისი არის გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი, რითაც დასტურდება, რომ კომპანია გრძელვადიანად უყურებს ამ მიმართულებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს ასახავს მის პოლიტიკებში, პროცესებსა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში.    https://newpress.ge/index.php/37117 „გამარჯვებას რა უნდა“- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება http://newpress.ge/uploads/all/images/a5_6.png სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო. ბოლო ორი კვირაა, სოციალური ქსელების კონტენტი სრულად მოიცვა „რკენას“ ორთაბრძოლებმა. სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო.  ერთ-ერთი მთავარი მონაწილე  რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იყო, რომელმაც MMA-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა, ოქტაგონზე სხვა ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა და  მთავარ კითხვაზე: გამარჯვებას რა უნდა?- ჩვიდმეტივე მათგანს  განსხვავებული პასუხი ჰქონდა.   ქართველებს რომ ძალისმიერი სპორტისა და ორთაბრძოლების გულშემატკივრობა გვიყვარს,  ახალი ამბავი არაა. ლოგიკურია, რომ საქართველოში დაფუძნებული ახალი MMA ორგანიზაციისადმი დიდი ინტერესი იყო. „რკენას“ მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. თუმცა, სანამ სრულად გაყიდულ ბილეთს და გულშემატკივრებით  გადაჭედილ სპორტის სასახლეს ნახავდნენ, ორგანიზატორებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამუშაო გასწიეს.     რადგან კულუარული ამბები ყველას გვაინტერესებს, 10 დეკემბერს, დ ბლოკში, ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ოქტაგონზე არანაკლები ენერგია დახარჯეს, ვიდრე თავად მებრძოლებმა.   Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი, გივი ქემოკლიძე, ანანო დოდელია , მინდია  წიკლაური, კონტენტ კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი და უკვე  MMA-ს მებრძოლი მერაბ შარიქაძე ცნობისმოყვარე ( არც თუ მცირე) აუდიტორიას ,,რკენას’’ ბრენდის შექმნაზე ესაუბრნენ.   კრეატიული გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, შეექმნათ ბრენდი, რომელზეც  გულშემატკივარს ემოციური ბმა ექნებოდა. თუ ერთხელ მაინც მოისმინეთ ქართული საჭიდაოს ნიკა ქოჩაროვის ვერსია, „ჭიდაობას რა უნდა“, შეუძლებელია არ აგკვიატებოდათ.   „გვინდოდა მაყურებელი მიგვეყვანა დარბაზში, სადაც არ ეცოდინებოდათ, რა ემოციას მიიღებდნენ. ვიზუალიც  არ უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, რადგან ქართულ თემატიკას უბრალო, მაგრამ ემოციური სტილი უხდება. საოცარი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს მუხტი და მოტივაცია ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, ვისაც ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყველაზე ემოციური სფეროა “, - თქვა ანანო დოდელიამ.   გივი ქემოკლიძემ სპორტის თავისებურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი აქტორი აქ სპორტსმენია.     „ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და მას ინფორმირებული მაყურებელი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოიტყუები და ვერ იტყვი კონკრეტულ მებრძოლზე, რომ ის საუკეთესოა. კრეატორის მისიაა, მიაგნოს  ათლეტის უნიკალურ მხარეს და წინ წამოსწიოს ის“, - აღნიშნა მან.  Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელის თქმით, თავდაპირველად გათვლა 500 კაცზე იყო, თუმცა კამპანიის მსვლელობის დროს, გულშემატკივართა გამოხმაურებამ გეგმები სრულიად შეცვალა.    „თანამშრომლების კრიტიკა მიყვარს, თუმცა როდესაც პირველად ჩაეშვა რკენას კონტენტი,  ნაკლი ნამდვილად ვერ ვუპოვე“, - უთხრა აუდიტორიას მინდიამ.   „როდესაც კინოს იღებ, იცი ფინალი, როგორ მთავრდება. განსხვავებულია სპორტის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დასასრულისთვის უნდა მოემზადო და წინასწარ პარალელურ რეალობას ქმნი. რამდენიმე  წელია, UFC-ზე ვმუშაობთ და მხოლოდ მოგებისთვის ვემზადებით. ვამბობთ კიდეც: თუ წავაგებთ, კონტენტი თავისით მოვა. ფაქტია, ეს მიდგომა ამართლებს“,-  გვითხრა მურთაზ ჩიქოვანმა.    მერაბ შარიქაძე MMA ბრძოლისთვის მზადებას დიდხანს მალავდა, ჯერ ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ ფართო აუდიტორიისთვის. წელიწადნახევრიანი სპორტული პაუზის შემდეგ,  განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნება მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.   „მსგავს ღონისძიებებზე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ამიტომ შემოთავაზებაზე დიდხანს ვფიქრობდი. შემდგომ გავაანალიზე, რომ რადგან სეტანტაა ორგანიზატორი, ორგანიზების დონეც მაღალი იქნებოდა და სასაცილოდ არ გამოვჩნდებოდი. გულწრფელად ვიტყვი, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი სითბო და სიყვარული მივიღე გულშემატკივრებისგან, სულ რომ წამეგო ბრძოლა ამ ემოციებად ღირდა. (თუმცა, წაგებას არც კი განვიხილავდი). ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტენტიც, რომელიც პროცესში იქმნებოდა. ეკიპირებაც დიდ როლს თამაშობს, სპორტსმენს  შენი თავი უნდა მოგწონდეს, განწყობას გმატებს. ახლა, კიდევ უფრო გავიაზრე, რას ნიშნავს ცნობილი გამონათქვამი-  Dream Big. ეს მართლა ასეა“, - უთხრა აუდიტორიას მერაბ შარიქაძემ.    პირველი  წარმატებული ღონისძიების შემდეგ, სამომავლო გეგმები უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას უკავშირდება. https://newpress.ge/index.php/37115 არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა http://newpress.ge/uploads/all/images/4.png კონკრეტულად რამდენი ერთგული ქულა დაერიცხება მომხმარებელს ყულაბაში? თიბისის  უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით, მათ შორის სხვადასხვა ვალდებულებების გაერთიანების სურვილით- ხელფასის, ბონუსის დივიდენდის, იჯარის ან თუნდაც პრემიის საფუძველზე შეგიძლიათ. უზრუნველყოფაში კი, იგულისხმება, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება.  დეკემბრის თვის შეთავაზების ფარგლებში, 16-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, სესხის სხვა ბანკიდან  პორტირების შემთხვევაში, მომხმარებლებს ერთგულ ყულაბაში მაქსიმუმ 500 ქულა დაერიცხებათ (სესხის პორტირებიდან მაქსიმუმ  1 კვირის ვადაში), რომლის გადატანაც ლარის საბანკო ანგარიშზე დარიცხვისთანავე შეუძლიათ.  აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლებს სესხის წინსწრებად დაფარვის საკომისიოს ნაწილობრივ დაფარვას გაუმარტივებს და შეღავათიან სესხის პირობებთან ერთად, დამატებით სარგებელს მიიღებენ.  კონკრეტულად რამდენი ერთგული ქულა დაერიცხება მომხმარებელს ყულაბაში? სესხის თანხა 100,000 ლარამდე - 150 ქულა სესხის თანხა  100,000-დან 200,000 ლარამდე - 200 ქულა სესხის თანხა 200,000 ლარიდან - 500 ქულა უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.  სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფიზიკურ ფილიალში ან  ქოლცენტრში დარეკვით (0322 27 27 27) და განაცხადის დისტანციურად შევსებით.  ისარგებლე უზრუნველყოფილი სესხით ეფექტური 15,9%-დან- არ მოგერიდოს, მოითხოვე ზარი მარტივად პირდაპირ მობაილბანკიდან და მიიღე შენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პირობები. https://newpress.ge/index.php/37114 თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია 17 დეკემბერს თიბისი 33 წლის გახდა. სამი ათწლეულის განმავლობაში თიბისის ბრენდის განვითარების ყოველ ეტაპს ჰქონდა თავისი მიზეზი, კონტექსტი და მიზანი — და თითოეულ მათგანს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებს - „მთავარია გჯეროდეს“. სწორედ ეს რწმენა არის თიბისის ისტორიის საფუძველი. თიბისის 33-წლიანი გზა დიდწილად განსაზღვრა კომპანიის გამორჩეულმა კორპორაციულმა კულტურამ და კულტურის ხუთმა ელემენტმა, რომლებიც კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია: გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მიზანსწრაფულობა, გამბედაობა და მოუსვენრობა.  თიბისის განვითარების ისტორიის თითოეული ეტაპი სწორედ ამ ღირებულებებს ეხმიანება. გუნდურობა თიბისის წარმატების საფუძველი თავიდანვე გახდა. 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა, თიბისის გუნდმა შეძლო და მოკლე დროში ქვეყნის წამყვანი ბანკების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის შედეგი — წარმატების უკან ძლიერი გუნდი იდგა. მომხმარებელზე ორიენტირებულობა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2000–2010 წლებში. ამ პერიოდში თიბისიმ გააფართოვა საქმიანობის არეალი და საბანკო პროდუქტებთან ერთად დაიწყო მომხმარებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების, ახალი შესაძლებლობების შექმნა. კულტურის ეს ელემენტი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან  - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.  მიზანსწრაფულობამ განსაზღვრა 2011–2020 წლების განვითარება. ამ წლებში თიბისიმ შემოიერთა რესპუბლიკა და კონსტანტა ბანკები, შექმნა ციფრული ეკოსისტემა — თინეთი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი, 2014 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. გამბედაობა მიზანსწრაფულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამ გამბედაობის შედეგად, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა და წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ის, რაც ერთ დროს შეუძლებელ მისიად  მიიჩნეოდა, ახლა რეალობაა და თიბისი დღეს საერთაშორისო კომპანიაა მილიონობით მომხმარებლით და მუდმივად მზარდი მასშტაბით. თიბისის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოუსვენრობა — მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილება და ინოვაციურობისაკენ მუდმივი სწრაფვა. თიბისის ტექნოლოგიურობა და ციფრული განვითარება სწორედ მოუსვენრობის შედეგია. ამავე სულისკვეთების გაგრძელებაა თიბისის ახალი სათაო ოფისი - თანამედროვე, ტექნოლოგიური, მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი, ადამიანებზე ორიენტირებული, რეგიონში გამორჩეული არქიტექტურული და სამუშაო სივრცე - სადაც სულ მალე თიბისის ბრენდის ისტორიის ახალი თავი დაიწერება.  თიბისიში გვჯერა, რომ ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ, არამედ ვაბრუნებთ - მადლიერების ნიშნად, ვქმნით შესაძლებლობებს ჩვენი  მილიონობით ერთგული მომხმარებლისთვის და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების განვითარებაში. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, კულტურის სფეროს მხარდაჭერისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით - საუკეთესოდ ეხმიანება თიბისის ძირითად გზავნილს - მთავარია გჯეროდეს.  დღეს თიბისის წარმატების ისტორიას ქმნის 25 მილიონი მომხმარებელი  და 14 000 თიბისელი საქართველოსა და უზბეკეთში, ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო მიზნების. თავდაჯერების, მიზანსწრაფულობის, მოუსვენრობისა და გამბედაობის 33 წელი— ეს არის თიბისის გზა დღემდე და საფუძველი მომავალი გამარჯვებებისთვის.    https://newpress.ge/index.php/37108 თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_4.jpg ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი დოლარის მოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.  ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის განაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსების მოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად 45 მილიონი დოლარი შეადგინა.  ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.    “ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას - ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს - ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”,- მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი. “მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილ ბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებით მოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედ მკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიის მიმართ ძალიან მაღალია”,- გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი. „თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიის ლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“  ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარს შეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელს საქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისი ბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან - ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით. https://newpress.ge/index.php/37106 თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20-02.jpg ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა. თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.  ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო. მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას.  თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო. https://newpress.ge/index.php/37167 საახალწლო განწყობა Liloshop-თან ერთად http://newpress.ge/uploads/all/images/77333.jpg საახალწლო ატმოსფერო დეტალებში იქმნება. საახალწლო ატმოსფერო დეტალებში იქმნება, ამიტომ Liloshop გთავაზობს საგულდაგულოდ შერჩეულ საახალწლო პროდუქციას, რომელიც თქვენს სახლს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. აქ ნახავთ ყველაფერს, რაც საჭიროა ახალი წლის შესაგრძნობად — დეკორაციებიდან დაწყებული, სუფრის გაფორმებით დასრულებული. საახალწლო ნაძვის ხეები Liloshop-ზე წარმოდგენილი საახალწლო ნაძვის ხეები გამოირჩევა ბუნებრივი ვიზუალით, გამძლეობითა და სხვადასხვა ზომით. ისინი მარტივად ერგება როგორც ბინას, ისე კერძო სახლს და ქმნის ახალი წლის მთავარ სიმბოლოს თქვენს სივრცეში. საახალწლო პერსონაჟები და ფიგურები თოვლის ბაბუები, თოვლის კაცები და სხვა საახალწლო პერსონაჟები განსაკუთრებულ სიხარულსა და სიმყუდროვეს მატებს ინტერიერს. ეს დეკორაციები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, თუმცა ოჯახურ გარემოსაც უფრო თბილს და მხიარულს ხდის. ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორაციები ნაძვის ხის მოსართავად Liloshop გთავაზობთ მრავალფეროვან სათამაშოებს, რომლებიც ერთმანეთთან მარტივად ერწყმის და საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური სტილი. კოლექციაში შეხვდებით როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე დიზაინს. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ იპოვოთ: სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის ნაძვის ხის სათამაშოები დეკორატიული ბურთები და აქსესუარები თემატური ელემენტები სადღესასწაულო განწყობისთვის ინტერიერის საახალწლო დეკორაციები ბუხარი, თაროები, კედლები თუ მაგიდა — Liloshop-ის საახალწლო დეკორაციები ნებისმიერ სივრცეს დღესასწაულის იერს სძენს. ეს დეტალები ქმნის სიმყუდროვეს და სახლის ნამდვილ საახალწლო ხასიათს. საახალწლო საჩუქრები და შეფუთვა საჩუქრის შინაარსის გარდა, მისი გაფორმებაც მნიშვნელოვანია. Liloshop-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ ლამაზი და პრაქტიკული შეფუთვები, რომლებიც თქვენს საჩუქარს უფრო შთამბეჭდავს გახდის. საახალწლო განათება გარე სივრცისთვის ეზოს, აივნის ან სახლის ფასადის მოსართავად წარმოდგენილია საახალწლო განათება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია საღამოს საათებში და ქმნის ნათელ, თბილ და სადღესასწაულო გარემოს. საახალწლო სუფრის მორთულობა სადღესასწაულო სუფრა ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. სპეციალური საახალწლო ჭურჭელი და დეკორატიული აქსესუარები თქვენს სუფრას ელეგანტურ და დასრულებულ იერს მისცემს. Liloshop-ში საახალწლო პროდუქცია შერჩეულია ხარისხის, ვიზუალური ესთეტიკისა და პრაქტიკულობის გათვალისწინებით. აქ შეგიძლიათ ერთ სივრცეში იპოვოთ ყველაფერი, რაც ახალი წლის განსაკუთრებულად შესახვედრად გჭირდებათ. https://newpress.ge/index.php/37164 რა უპირატესობა აქვს მიკრობანკი MBC-ის ფულად გზავნილებს? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg ფულადი გზავნილები დღეს ყოველდღიური ფინანსური საჭიროების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფულადი გზავნილები დღეს ყოველდღიური ფინანსური საჭიროების მნიშვნელოვანი ნაწილია - იქნება ეს თანხის გაგზავნა ოჯახის წევრებისთვის, პარტნიორებთან ანგარიშსწორება თუ პირადი ხარჯების დაფარვა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი სერვისის არჩევა, რომელიც იქნება სწრაფი, სანდო და გამჭვირვალე. ამ მხრივ, მიკრობანკი MBC-ის ფულადი გზავნილები მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს. სისწრაფე და ხელმისაწვდომობა MBC-ის ფულადი გზავნილების პლუსი არის სწრაფი მომსახურება სერვის ცენტრებში. თანხის გაგზავნა და მიღება შესაძლებელია მინიმალურ დროში, რიგის გარეშე.   გამჭვირვალე პირობები ფულადი გზავნილების განხორციელებისას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეს ყველა პირობა. MBC უზრუნველყოფს გამჭვირვალე ტარიფებსა და მკაფიო წესებს, რაც გამორიცხავს დამალულ საკომისიოებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს. უსაფრთხოება და სანდოობა ფინანსურ ოპერაციებში უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. MBC-ის ფულადი გზავნილები ხორციელდება მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რაც მომხმარებელს აძლევს მშვიდად სარგებლობის შესაძლებლობას. სერვისი გათვლილია როგორც მცირე, ისე შედარებით დიდი თანხების უსაფრთხო გადარიცხვაზე.   მოქნილობა სხვადასხვა საჭიროებისთვის MBC-ის ფულადი გზავნილები განკუთვნილია სხვადასხვა მიზნისთვის - როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთი სერვისის ფარგლებში გადაჭრას სხვადასხვა ფინანსური ამოცანა, დროისა და რესურსების დაზოგვით. მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის პროფესიონალური და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს კონსულტაციას და დახმარებას გზავნილის ნებისმიერ ეტაპზე, რაც ზრდის ნდობას და სერვისის გამოყენების კომფორტს. MBC-ის ფულადი გზავნილები აერთიანებს უსაფრთხოებასა და გამჭვირვალე პირობებს, რაც მათ პრაქტიკულ და საიმედო ფინანსურ გადაწყვეტად აქცევს. თუ გჭირდება ფულის გადარიცხვა სწრაფად და ზედმეტი სირთულეების გარეშე, MBC გთავაზობს მომსახურებას, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. https://newpress.ge/index.php/37102 თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით http://newpress.ge/uploads/all/images/5a_2.png ორმა ბრენდმა მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა. ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა  საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.    დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა  ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს,  Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.   „რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.  ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’  შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა. „ორივე  ბრენდი  თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ  გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი,  ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ  აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.    „ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.    კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!   https://newpress.ge/index.php/37103 10 მიზეზი, რატომ უნდა მივიღოთ კარაქი http://newpress.ge/uploads/all/images/karaqi.png ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო რძის პრო­დუქ­ტია. ის ენერ­გი­ის უდი­დე­სი წყა­როა. ცხი­მე­ბი, რო­მელ­საც კა­რა­ქი შე­ი­ცავს, გარ­და­იქ­მნე­ბა ენერ­გი­ად და არ იწ­ვევს ჭარბცხი­მი­ა­ნო­ბას. კარაქი A ვიტამინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ეს ვიტამინ კი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთლობისთვის.   2. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ამარტივებს ვიტამინების A, E, D, K-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ხილი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუკი მას კარაქთან ერთად მივიღებთ.   3. კარაქი არ ასუქებს. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ის მალევე იწვება და ცხიმის სახით ორგანიზმში არ გროვდება. კარაქის მირთმევის შემდეგ მალევე დგება ნაყროვანების შეგრძნება, რაც ბევრი საკვების მიღების სურვილს მოგვიკლავს.   4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი ყველაზე უკეთ გვიცავს კიბოსა და ათეროსკლეროზისგან.   5. არაპასტერიზებული კარაქი შეიცავს ეგრედწოდებულ, ანტიმძიმემოძრაობის ფაქტორს (Wulzenფაქტორს). ეს უკანასკნელი კურნავს ართრიტს, კატარაქტას და არტერიებს უფრო ელასტიკურს ხდის.   6. კარაქი იოდის საუკეთესო წყაროა. ამასთან ამ პროდუქტიდან იოდი ძალიან ეფექტურად შეითვისება.   7. კარაქი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის ამცირებს ბავშვებში დიარეის, ხოლო უფროსებში კუჭის აშლილობის შემთხვევებს.   8. ვიტამინ K2-ის მაღალი შემცველობის გამო კარაქი ამცირებს კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითერების რისკს.   9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები ანეიტრალებენ ქრონიკულ ანთებებს, თავიდან აგვაცილებს ტოქსინების შეჭრას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.   10. დაბოლოს, კარაქში შემავალი ყველაზე ფასეული ინგრედიენტია – ნივთიერება ბიტურატი. ის დაბლა წევს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს სისხლში, ამაღლებს ინსულინის მგრძნობელობას ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობით, 300 %-ით. კარაქის ხშირი მიღებისას იშვიათად ემართებათ ინფარქტი.   ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ პოსტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. https://newpress.ge/index.php/37095 შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98_a5%20(2).jpg ესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა. თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია- „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა. ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, სესხის არჩევა ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა ხდებოდეს, როგორც პროდუქტის - დაკვირვებით, შედარებითა და საუკეთესო პირობის მოთხოვნით. იმისთვის, რომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ 5 მთავარ კრიტერიუმზე: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ეს არის სესხის რეალური თვითღირებულება, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ფარული ხარჯი, დაზღვევა თუ საკომისიო. გადაწყვეტილება სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ. გაცემის საკომისიო: დააზუსტეთ, რა თანხა გეჭრებათ მომსახურებისთვის და რას იღებთ ხელზე რეალურად. ყოველთვიური შენატანი: შეადარეთ სესხის გრაფიკები. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერიოდში, სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.  ჯამურად გადასახდელი თანხა: დასვით მარტივი კითხვა — „სულ რამდენი მექნება შეტანილი ვადის ბოლოს?“ ეს საუკეთესო ინდიკატორია იმის, თუ რომელი შეთავაზებაა ყველაზე მომგებიანი. წინმსწრებად დაფარვის საკომისიო: მნიშვნელოვანია იცოდეთ, დაგეკისრებათ თუ არა ჯარიმა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში და როგორი იქნება მისი მოცულობა.  სწორ არჩევანს ხშირად ხელს უშლის გავრცელებული სტერეოტიპები, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თიბისის მიზანია, დაამსხვრიოს ეს მითები და მომხმარებელს რეალური სურათი დაანახოს: ხელფასი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში გერიცხებათ ანაზღაურება ან პენსია. თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ უკეთესი პირობა. შემოსავლის წყარო: შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის. აგრო-მეურნეობა, გზავნილები, ვაჭრობა თუ თვითდასაქმება - ბანკისთვის ეს რეალური შემოსავალია და სესხის აღება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის პირობების შედარებით დაზოგილი თანხა თქვენს ბიუჯეტში რჩება და ოჯახის საჭიროებებს ხმარდება. ამიტომ, ნუ დასჯერდებით პირველივე შეთავაზებას - შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.