|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა ტალახაძემ თავისი რეკორდი გააუმჯობესა

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ტალახაძემ ასევე მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, მან პირველ ჯერზე 245 კილოგრამი დაძლია, ხოლო შემდეგ 260 კილოგრამის აწევით კვლავ თავისივე მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როგოც აკვრაში ისე ორჭიდში.

საპრიზო ადგილის მფლობელები პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ორგანიზატორებსა და ძალოსნობის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ!” - განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი