|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
- ინფორმაციას ს. ავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 19 ივნისია. 
 
 „ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები
ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება", - აცხადებს საავტპომობილო გზების დეპარტამენტი. 
შეგახსენებთ, სამუშაოებს ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია აკორდ ჯორჯია ასრულებდა, მამ სამუშაოების მიატოვა, თუმცა ამის გამო პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ის „შავ სიაშიც“ კი არ შეუყვანიათ. ამ გზაზე სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულებიყო და ის რიკოთის უღელტეხილის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო. 

ავტორი: