გვერდი რეკონსტრუქციაზეა

განახლება დაგეგმილია 7 ივლისისთვის


სტუდენტების სწავლის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
December 17, 2012

სტუდენტების სწავლის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების სწავლის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს. პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.
ქუთაისში პრეზიდენტის გადადგომის მოთხვნით აქციები დაიწყო
December 17, 2012

ქუთაისში პრეზიდენტის გადადგომის მოთხვნით აქციები დაიწყო

ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.
სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ვიდეო გადაღება დაუშვან
December 17, 2012

სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ვიდეო გადაღება დაუშვან

იუსტიციის სამინისტრო სასამართლო დარბაზებში აუდიო-ვიდეო ჩაწერის ინსტიტუტის აღდგენის წინადადებით გამოდის. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სასამართლოებში გადაღება არ ხდებოდა.
სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლება 10 000 ლარი დაუჯდა
December 16, 2012

სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლება 10 000 ლარი დაუჯდა

სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს ზვიად ობოლაძეს თავისუფლების სანაცვლოდ სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ობოლაძე, რომელსაც ბრალი ძალადობის გამოყენებით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება, თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
ქუთაისის თვითმმართველობაში ხელფასები იზრდება
December 14, 2012

ქუთაისის თვითმმართველობაში ხელფასები იზრდება

ქუთაისის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქუთაისის თვითმმართველობაში მომუშავეთა სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, თანამდებობის პირებისათვის 10%–ით იზრდება, ხოლო დაბალი რანგის მომსახურეთათვის – 30%–ით.
„ნაციონალები“ პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ
December 14, 2012

„ნაციონალები“ პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ

სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსის ზვიად ობოლაძის დაკავებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად მიიჩნევენ.
ალისტრახო როხვაძე ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
December 13, 2012

ალისტრახო როხვაძე ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

დაახლოებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ე.წ. მედიაჯგუფის წევრებმა ალისტრახო როხვაძემ და ბიჭიკო გვენეტაძემ იმერეთის სამხარეო სამმართველო კომენტარის გარეშე დატოვეს.
“მაკნატუნას” დირექტორსა და დისტრიბუტორებს სასამართლომ გირაო დააკისრა
December 13, 2012

“მაკნატუნას” დირექტორსა და დისტრიბუტორებს სასამართლომ გირაო დააკისრა

მზესუმზირის ქარხანა „მაკნატუნა“–ს დისტრიბუტორებს ლაშა ტატუაშვილსა და ნიკა იობიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000–3000 ლარინი გირაო შეუფარდა. ხოლო საწარმოს დირექტორს, კოსტია ირემაძეს 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუმცირეს
December 13, 2012

ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუმცირეს

ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს სასამართლომ 13 000 ლარიანი გირაო 7 000 ლარამდე შეუმცირა. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარე კაკაბაძისათვის გირაოს ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.
სტუდენტები თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ
December 12, 2012

სტუდენტები თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების მტკიცებით, სტუდენტური თვითმართველობის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.
ფინანსურმა პოლიციამ „მაკნატუნა“ დახურა
December 12, 2012

ფინანსურმა პოლიციამ „მაკნატუნა“ დახურა

„ვის ინტერესშია მაკნატუნას გაჩერება?“, „დაგვეხმარეთ გაჩერებული ქარხნის ამუშავებაში“, „თავისუფლება 22 ლარზე დაპატიმრებულ დისტრიბუტორებს,“ - ამგვარი მოწოდებებით ქუთაისში მდებარე მზუსუმზირის ქარხანა „მაკნატუნას“ თანამშრომლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.
იგეგმება თუ არა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში სახლების  აყრა?
December 11, 2012

იგეგმება თუ არა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში სახლების აყრა?

ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები შეიძლება აიყაროს. საცხოვრებელი სახლების მოსალოდნელ დემონტაჟზე თამარ მეფის ქუჩა #30–ში მცხოვრებლები საუბრობენ.
პარლამენტის კომისია აუდიტის სამსახურს შეამოწმებს
December 11, 2012

პარლამენტის კომისია აუდიტის სამსახურს შეამოწმებს

პარლამენტში შექმნილი კომისია კონტროლის პალატის საქმიანობას შეისწავლის. უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს, საპარლამენტო უმცირესობაში პოლიტიკური ელფერის მატარებლად თვლიან.
მთავრობა ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათებზე მუშაობს
December 11, 2012

მთავრობა ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათებზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანიებისათვის ვალების რესტრუქტურიზაციას გეგმავს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, პარლამენტის საფინანსო კომიტეტში განიხილეს.
სამტრედიის გამგებელს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა
December 11, 2012

სამტრედიის გამგებელს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

სამტრედიის გამგებელს ავთანდილ სტურუას რაიონულმა სასამართლომ გამგებლის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერა. აღნიშნულის მიზეზი სამტრედიის საკრებულოს დეპუტატის კობა ძიძიგურის სარჩელი გახდა.
ფინანსური პოლიცია იმერეთის ყოფილი გუბერნატორით დაინტერესდა
December 11, 2012

ფინანსური პოლიცია იმერეთის ყოფილი გუბერნატორით დაინტერესდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას დაკითხვა მიმდინარეობს. მაქაცარიას გამოძიება მოწმის სტატუსით კითხავს. საქმე თბილისში, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების ფაქტებს ეხება.
ხარვეზები დევნილთა მიმართ განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამაში
December 11, 2012

ხარვეზები დევნილთა მიმართ განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამაში

საქართველოს მთავრობის მიერ, 2012 წელს შემუშავებულ, დევნილთა მიმართ განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამაში ბევრი ხარვეზია - აღნიშნულის შესახებ, დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში ისაუბრეს.
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალურ“ რიგებს მესამე წევრიც უბრუნდება?
December 10, 2012

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალურ“ რიგებს მესამე წევრიც უბრუნდება?

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს, შესაძლოა, კიდევ ერთი დეპუტატი დაუბრუნდეს. კულუარებში არსებული ინფორმაციით, ამჯერად ფრაქციაში დასაბრუნებლად უმრავლესობის წევრი, მანანა კიკაბიძე ემზადება.
7 ნოემბერი და 26 მაისი „ჯაშუში“  ფოტოგრაფების ობიექტივში
December 10, 2012

7 ნოემბერი და 26 მაისი „ჯაშუში“ ფოტოგრაფების ობიექტივში

“no pictures-no democracy”, - ამგვარი სახელწოდებით პარლამენტში ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ლობისტების გარეშე დარჩენილი „ჰერკულესი“ დანაშაულს აღიარებს
December 10, 2012

ლობისტების გარეშე დარჩენილი „ჰერკულესი“ დანაშაულს აღიარებს

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“ ფუნქციონირების ნებართვას გახსნიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ ითხოვს.
ადამიანის უფლებების დაცვის დღე ქუთაისში აქციით აღნიშნეს
December 10, 2012

ადამიანის უფლებების დაცვის დღე ქუთაისში აქციით აღნიშნეს

,,შენ დაბადებით თავისუფალი ხარ“, ,,შენ გაქვს უფლება, აირჩიო და აკონტროლო ხელისუფლება“, ,,შენს უფლებებს იცავს კანონი“, - ამ გზავნილებით ქუთაისში, დღეს ნიმდის დემოკრატიის სკოლის წევრებმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
რატომ დაუბრუნდნენ  ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრები
December 7, 2012

რატომ დაუბრუნდნენ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრები

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალების" რიგებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი დეპუტატები – ვიტალი ბოჭორიშვილი და ნოე კუხიანიძე ისევ დაუბრუნდნენ. როგორც ფარქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე განმარტავს,დაბრუნების შესახებ დეპუტატებმა თავად მიმართეს ფრაქციას.
კვლევის წინასწარი მონაცემებით პარლამენტში ჟანგბადის დეფიციტია
December 7, 2012

კვლევის წინასწარი მონაცემებით პარლამენტში ჟანგბადის დეფიციტია

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შენობაში მაღალი დოზით არის აზოტი და ნახშირორჟანგი, ხოლო ჟანგბადი საერთოდ არ მოიპოვება.