|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოკრივე საბა ერემეიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ქუთაისელი მოკრივე საბა ერემეიშვილი (48კგ) ევროპის 14 წლამდელთა პირველობის გამარჯვებული გახდა. 
ქუთაისელმა მოკრივემ ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი ანატოლი იემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

სკოლის მოსწავლეთა შორის კრივის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 15 მედალი - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონატში, რომელიც თბილისში ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე გაიმართა, 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ავტორი: ნიუპრესი