ქუთაისის მერიაში ბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფანჯრები ჩაამსხვრია
თავდასხმა ქუთაისის მერიაზე. ბარით შეიარაღებული ადამიანი მერიაში შეიჭრა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
მოქალაქე სავარაუდოდ ხელისუფლებას გასული დღეების განმავლობაში დახმარებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი, პროტესტის ამ ფორმას მიმართა.
უცნობმა პირმა სამუშაო იარაღით მერიის მინები ჩაამსხვრია. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული. მოქალაქე დააკავეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა