|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და წყალტუბოში ენმ-ს შიდა არჩევნები მიმდინარეობს

ქუთაისსა და წყალტუბოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული საქალაქო თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის ორი კანდიდატი ხათუნა არველაძე და კახა გაბუნია იბრძვის. ხმის მიცემა დილის 9 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება.

მაღალი აქტივობაა წყალტუბოში. აქ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სურვილი გიორგი შუბლაძემ და ავთო გაბუნიამ გამოთქვეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად  ნაციონალური მოძრაობის 1300 წევრმა გაიარა რეგისტრაცია.

ავტორი: ნიუპრესი